Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თაკო გაჩეჩილაძე ასეთი ცეცხლოვანი ჯერ არასდროს ყოფილა - პიკანტური ფოტოები დუბაიდან

© Photo: Tamara Milanova / FBთაკო გაჩეჩილაძე და ბორის მილანოვი
თაკო გაჩეჩილაძე და ბორის მილანოვი - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2021
გამოწერა
2 შვილის დედა შეუდარებლად გამოიყურება. თაკო გაჩეჩილაძემ გლამურული დღეების გატარება დუბაიში გადაწყვიტა. როგორ შეიცვალა ცნობილი მომღერალი წონაში კლების შემდეგ?

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებისა და მსოფლიო პანდემიის მიუხედავად ქართველი ვარსკვლავები ფუფუნებაზე უარს არ ამბობენ. ტაბლოიდების ინტერესის საგანი ამჯერად თაკო გაჩეჩილაძე-მილანოვა გახდა. პოპულარული მომღერალი დასასვენებლად დუბაიში გაეშურა. მან ცხელი ქალაქიდან ცეცხლოვანი ფოტოები გამოაქვეყნა, ინტერაქტივიც მოაწყო და შესაშური ვიდეოებიც ატვირთა. როგორც ჩანს, არტისტს ძალიან მოენატრა გართობა და დასვენება. რამდენიმე წელია ტელესახე სოციალურ ქსელში მხოლოდ ოჯახური ფოტოებით შემოიფარგლება, თუმცა უკანასკნელი გამონაკლისი აღმოჩნდა. მისი სექსუალური სტილი გულგრილს არავის ტოვებს.

თაკო გაჩეჩილაძის ოჯახური ფერადი ფოტოები გულს უამრავ ადამიანს უთბობს. მას პირველი შვილი 2019 წელს შეეძინა. წყვილი ამჟამად ავსტრიაში ცხოვრობს. თაკოს პირველ შვილს მალე 3 წელი შეუსრულდება. მხიარული გოგონა დედას ყოველდღე ანიჭებს ბედნიერებას, ფოტოების გადაღება განსაკუთრებულად უყვარს. ამ მიზეზით მის სოციალურ გვერდს შვილების ფოტოები იპყრობს. მომღერალი შარშან მეორე შვილის დედაც გახდა. მან Instagram-ზე ახალშობილის ფოტოც გამოაქვეყნა. შემსრულებელს მარტში ბიჭის დაბადებას ულოცავდნენ. როგორც ჩანს, გაჩეჩილაძემ ვაჟს ელია დაარქვა. ახლა მას უკვე ორი შვილი - გოგონა გაბრიელა და ელია ჰყავს.

მისი რჩეული მუსიკოსი და კომპოზიტორი ბორის მილანოვია. თამარ გაჩეჩილაძე-მილანოვა ამჟამად ოჯახთან ერთად ვენაში ცხოვრობს, თბილისს ხშირად ვერ სტუმრობს, მაგრამ ზაფხულში ოჯახთან ერთად მშობლიურ კუთხეს დიდი სიამოვნებით ათვალიერებს. მან უმცროსი ვაჟი ზამთრის პერიოდში საქართველოში მონათლა. პატარა ელიას თაკო გაჩეჩილაძის პოპულარული დაქალები - ნინი ბადურაშვილი და ქრისტინე იმედაძე აღმოჩნდნენ.

2017 წელს საქართველოში „ევროვიზიისთვის“ შესარჩევ კონკურსში თაკომ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. თაყვანისმცემლები მისი შემოქმედების მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს გამოხატავდნენ. სახასიათო ხმის ტემბრის მქონე შემსრულებელი კიევში ჩატარებულ „ევროვიზიაზე“ გაემგზავრა. კონკურსზე ქართველი კონკურსანტი გამოვიდა სიმღერით Keep the Faith. თუმცა გაჩეჩილაძე 10 ფინალისტს შორის ვერ მოხვდა და კონკურსს ნაადრევად გამოეთიშა. მიუხედავად ამისა, მან დიდი ყურადღება მიიქცია.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური