უცნობის საპროტესტო მარში: თბილისის ცენტრში მრავალათასიანი აქცია გაიმართა

გამოწერა
პოპულარული შოუმენი უცნობის საპროტესტო აქციას „ყველას წინააღმდეგ“ ათასობით ადამიანი შეუერთდა. დაწვრილებით – იხილეთ ვიდეო.

დემონსტრანტებს შორის იყვნენ უცნობის თანამოაზრეები და რიგითი მოქალაქეები, რომლებიც პროტესტს გამოთქვამდნენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წინააღმდეგ.

„ჩვენ ვეწინააღმდეგებით დესტრუქციას, რომელიც არ მთავრდება“, – განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

თავად უცნობმა დღევანდელ დღეს „ქართული ერის მარადიულობის დღე“ უწოდა.

გია გაჩეჩილაძე, რომელიც ცნობილია სასცენო სახელით უცნობი, პოლიტიკაში პირველად არ მოდის. ადრე ის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ იბრძოდა და მხარს უჭერდა საკუთარ ძმას - ოპოზიციონერ პოლიტიკოს ლევან გაჩეჩილაძეს, რომელიც 2008 წელს პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.

უცნობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკური პროექტი იყო „კამერა #5“ – ის 8 თვის განმავლობაში ცხოვრობდა ციხის კამერა-სტუდიაში, აცხადებდა, რომ „საქართველო ერთი დიდი ციხეა“ და სააკაშვილის გადადგომას მოითხოვდა. შოუმენთან „პაემნებზე“ დადიოდნენ მაშინდელი ოპოზიციონერები და ცნობილი ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ეთერში განიხილავდნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

ყველა ახალი ამბავი
0