ქართველი ძალოსანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

© photo: Sputnik / Grigory Sisoev / გადასვლა მედიაბანკშირევაზ დავითაძე
რევაზ დავითაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
გამოწერა
დავითაძემ 89 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ორჭიდის ჯამში 374 კილოგრამი (ატაცში 171 კგ და აკვრაში 203 კგ) მოაგროვა.

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. ქართველმა ძალოსანმა რევაზ დავითაძემ მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

შოთა მიშველიძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
საქართველომ ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა

დავითაძემ 89 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ორჭიდის ჯამში 374 კილოგრამი (ატაცში 171 კგ და აკვრაში 203 კგ) მოაგროვა. ოქრომდე მას ერთი კილოგრამი დააკლდა. აკვრაში მესამე მცდელობისას დავითაძემ 205 კილოგრამი შეუკვეთა, მაგრამ ვერ ასწია.

ამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა კარენ ავაგიანი სომხეთიდან (ჯამში 375 კგ), ხოლო მესამე ადგილზე ასევე სომხეთის წარმომადგენელი ანდრანიკ კარაპეტიანი (365) გავიდა.

დავითაძის ვერცხლი მოსკოვის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებისთვის მეორე იყო. მანამდე ვიცე-ჩემპიონი შოთა მიშველაძე (-61 კგ) გახდა.

ძალოსნობა: კახი ასანიძე ევროპის ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა>>

შეჯიბრების მეშვიდე დღეს, 9 პარილს საქართველოს სახელით ორი ძალოსანი გამოვა – ანტონ პლესნოი 96 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში და ქალთა შორის ნათია გადელია 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში.

ყველა ახალი ამბავი
0