თბილისი, 9 აპრილი - Sputnik. თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის მაღალი სართულიდან გადმოვარდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა ისნის რაიონში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ამ დროისთვის, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.
შსს-მ გამოძიება სსკ–ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.