დეპუტატ ნოდარ ტურძელაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

© photo: Sputnik / Aram Nersesyanლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
გამოწერა
ამ დროისთვის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი თვითიზოლაციაში იმყოფება და მკურნალობის კურსს სახლის პირობებში გადის

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატ ნოდარ ტურძელაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„მეგობრებო, მიუხედავად ერთწლიანი სიფრთხილისა და რეგულაციების მკაცრი დაცვისა, გუშინ გაკეთებული PCR–ტესტის პასუხი დადებითია. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ და იზოლაციაში ვაგრძელებ მკურნალობას“, – დაწერა ტურძელაძემ სოციალურ ქსელში. 

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2021
COVID-19 „ქართული ოცნების“ კიდევ ორ დეპუტატს დაუდასტურდა

უმრავლესობის დეპუტატი მოსახლეობას კოვიდ–რეგულაციების მკაცრი დაცვისკე მოუწოდებს. უმორჩილესად გთხოვთ,  ატაროთ პირბადე და დაიცვათ სოციალური დისტანცია“, დასძენს ტურძელაძე.

ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსი საქართველოს პარლამენტის რამდენიმე დეპუტატს – მამუკა მდინარაძეს, მაია მენაღარიშვილს, ირაკლი ზარქუას, ირაკლი მეძმარიაშვილსა და ბექა დავითულიანს გამოუვლინდა.

6 აპრილს კორონავირუსი დაუდასტურდა საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

დეპუტატების ინფიცირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა. მათი ინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია. არ არის გამორიცხული, პარლამენტში ეპიდემიოლოგიური კვლევა ჩატარდეს.
საქართველოში ბოლო პერიოდში კვლავ იმატა კორონავირუსის შემთხვევებმა. ეპიდემიოლოგები კვლავ კლასტერებზე და ვირუსის საყოველთაო გავრცელებაზე, უკვე მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა ამოქმედებაზე საუბრობენ.

ყველა ახალი ამბავი
0