აფგან მუხთარლი პროკურატურაში გამოიკითხა

© Sputnik / Alexander Imedashviliაფგან მუხთარლი
აფგან მუხთარლი - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
გამოწერა
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გენერალურ პროკურატურაში უფლებადამცველთან, არჩილ ჩოფიკაშვილთან ერთად დილის 11 საათიდან იმყოფებოდა.

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. საქართველოს  პროკურატურაში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თითქმის თერთმეტსაათიანი გამოკითხვა დასრულდა, იუწყება პირველი არხი. 

აფგან მუხთარლი - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2021
საქართველოს გენპროკურატურამ და აფგან მუხთარლიმ საერთო ენა ვერ გამონახეს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გენერალურ პროკურატურაში უფლებადამცველ არჩილ ჩოფიკაშვილთან ერთად დილის 11 საათიდან იმყოფებოდა.

როგორც მუხთარლიმ პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა,  მან გამოძიებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, თუ რა მოხდა თბილისში მისი დაკავების დროს.

„სრული ინფორმაცია მივაწოდე გამოძიებას, მათ შორის, ვარაუდები მომხდარ დანაშაულზე. ახლა გამოძიებამ უნდა გადაამოწმოს და გაარკვიოს ეს ვერსიები. მაქსიმალურად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარიდან დიდი დროა გასული, ვფიქრობ, შესაძლებელია  ამ დანაშაულის გახსნა“, – განაცხადა მუხთარლიმ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი პროკურატურაში პირველად გუშინ იყო დაბარებული, თუმცა, უწყების მხრიდან მისი  გამოკითხვა თარგმანთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ შედგა.

მუხთარლი თბილისში 7 აპრილს ჩამოვიდა. ეს ჟურნალისტის საქართველოში პირველი ვიზიტია 2017 წელს მისი გატაცების შემდეგ. 

საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა  - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოშია

მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის მაისის ბოლოს გაუჩინარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ბაქოში პატიმრობაში იმყოფებოდა, ბრალად ედებოდა საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ფულის კონტრაბანდა და პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა. 2018 წლის იანვარში აზერბაიჯანულმა სასამართლომ მას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მას შემდეგ, რაც ოჯახმა განაცხადა, რომ მუხთარლი მოიტაცეს, ფული ჩაუდეს და ფარულად გაიყვანეს აზერბაიჯანში, საქართველოს შსს-მ აღძრა სისხლის სამართლის საქმე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით.

მუხთარლი 2020 წლის მარტში გათავისუფლდა და ბაქოდან მაშინვე გერმანიაში გაფრინდა. 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ რამდენჯერმე სცადა თბილისში ჩამოსვლა გამოძიებისთვის ჩვენების მისაცემად, თუმცა, მისი თქმით, პრობლემებს საქართველოს ხელისუფლება უქმნიდა.

მუხთარლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს და ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0