თბილისში დღეს „მდუმარე აქცია“ გაიმართება

© photo: Utsnobi / FBგიორგი გაჩეჩილაძე – „უცნობი"
გიორგი გაჩეჩილაძე – „უცნობი - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
გამოწერა
დაანონსებულ აქციაზე არ იქნებიან პოლიტიკოსები, ასევე არ იქნება სიტყვით გამოსვლები. აქციის მონაწილეები ევროპის მოედანზე დღეს, 13:00 საათზე შეიკრიბებიან.

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. თბილისში, ევროპის მოედანზე დღეს „მდუმარე აქცია“ გაიმართება, სადაც „საქართველოს და ქართველი ხალხის მარადისობის დღე“ დაფუძნდება, ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ცნობილი ქართველი მომღერალი გია გაჩეჩილაძეა („უცნობი"). მისი თქმით, აქციაზე არ იქნებიან პოლიტიკოსები და დაცული იქნება ქვეყანაში არსებული ყველა რეგულაცია.

„იქნება მდუმარე შეკრება. არ იქნება არანაირი მიკროფონი. არ იქნებიან სიტყვით გამომსვლელები. რვა წლის განმავლობაში ჩვენ მხოლოდ ოპოზიციის გამოსვლებს და პროტესტს ვხედავთ. ჩვენ იმ ხალხის რაოდენობა არ გვინახავს, ვინც ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

აქციის მონაწილეები მსვლელობით ევროპის მოედნიდან საპატრიარქოსთან, შემდეგ კი დედაენის ბაღში გადაინაცვლებენ. აქცია ევროპის მოედანზე 13:00 საათზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0