წალენჯიხაში ავტოავარიის შედეგად მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

© Sputnik / Alexander Imedashviliელექტროგადამცემი ხაზი
ელექტროგადამცემი ხაზი - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2021
გამოწერა
მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სატვირთო ავტომობილი ჯერ ბეტონის ჯებირებს, შემდგომ კი მაღალი ძაბვის ბოძს შეეჯახა და ხევში გადავარდა.

თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. წალენჯიხაში სატვირთო ავტომობილი გზიდან გადავიდა, შემდეგ კი ხევში გადავარდა - ავარიის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზი.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2021
საშინელი სტატისტიკა: 2020 წელს ავარიებს 450 ადამიანი ემსხვერპლა

პირველი არხის მონაცემებით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სატვირთო ავტომობილი ჯერ ბეტონის ჯებირებს, შემდგომ კი მაღალი ძაბვის ბოძს შეეჯახა და ხევში გადავარდა.

მძღოლი კიდურების მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალაქის მოსახლეობის ნაწილი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ადგილზე Energo Pro Georgia-ს თანამშრომლები და პოლიცია მუშაობს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0