სერგეენკო: დღეში 3-5 ათასი ადამიანის ვაქცინაცია შედეგს შემოდგომისთვის მოგვცემს

© photo: Sputnik / Stringerდავით სერგეენკო
დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2021
გამოწერა
ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მოსახლეობის სულ მცირე 60% უნდა აიცრას. ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითია.

თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. ამ ეტაპზე დღეში 3-5 ათასი ადამიანის ვაქცინირება რომ დავიწყოთ, შედეგი შემოდგომისკენ გვექნება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ. 

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
როგორ შეძლებენ მაღალი რისკის მქონე პირები  ვაქცინაციისთვის დარეგისტირებას

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე იმუნიზაციის პროცესში მედპერსონალი ჩაერთო, თუმცა, ვაქცინის გაკეთების მსურველი არცთუ ბევრი ადამიანი აღმოჩნდა. კორონავირუსის ვაქცინისადმი საზოგადოების უნდობლობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ახალციხეში ვაქცინაციის შემდეგ 27 წლის მედდა გარდაიცვალა. ამ დროისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 15 693 ადამიანს აქვს გაკეთებული, რაც, სპეციალისტების აზრით, საკმარისი არაა. საჭირო ეფექტის – კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევად დღეში არანაკლებ 3 ათასი ადამიანის აცრაა საჭირო, ამჟამად კი ეს მაჩვენებელი 1 ათასზე ოდნავ მეტია.

სერგეენკოს თქმით, ვაქცინაციის დაბალი აქტივობა არ ნიშნავს, რომ პროცესი მომავალშიც ასე გაგრძელდება.

„ის, რომ დღევანდელი ტემპით გეგმის შესრულება ვერ მოხერხდება, არ ნიშნავს, რომ იმუნიზაციის პროცესი ქვეყანაში ასე გაგრძელდება. მომავალში ვაქცინების რაოდენობა გაიზრდება და შესაბამისად, გაიზრდება ვაქცინირებულთა რაოდენობაც“, - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.

როგორც სერგეენკომ განაცხადა, კორონავირუსისგან თავდაცვის ეფექტური საშუალება კვლავ პირდაბის ტარება, დისტანციის დაცვა, მობილობის შემცირება და ვაქცინაციაა. 

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
შეიქმნება სპეციალური პორტალი, სადაც მოქალაქეები სასურველ ვაქცინას აირჩევენ

საქართველომ Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტია (დაახლოებით 30 ათასი დოზა) 25 მარტს მიიღო, 13 მარტს კი პრეპარატ AstraZeneca-ს პირველი პარტია (43.200 დოზა) შემოვიდა. ქვეყანა აღნიშნული ვაქცინის შემდეგ პარტიას (86.400 დოზა) აპრილში მიიღებს. გარდა ამისა, საქართველომ 3 აპრილს ჩინური წარმოების Sinopharm-ის ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. Sinopharm-ს ჯერ არ მიუღია ჯანმოს ავტორიზაცია, ამიტომ იმუნიზაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, როცა ვაქცინა ავტორიზაციას მიიღებს. საქართველო ასევე ელოდება Sinovac-ის ვაქცინას, რომელსაც ჩინეთიდან უსასყიდლოდ მიიღებს.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო. პრეპარატ Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესი კი 30 მარტს დაიწყო და ამ პრეპარატით მოქალაქეთა ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ექვს კლინიკაში მიმდინარეობს.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები. სავარაუდოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში უახლოეს მომავალში მასწავლებლები და განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.



 

 

ყველა ახალი ამბავი
0