ეკომიგრანტ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა

© Sputnik / Alexander Imedashviliმრავალსართულიანი კორპუსი თბილისში
მრავალსართულიანი კორპუსი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2021
გამოწერა
სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული ოჯახები წლობით ცხოვრობდნენ სახლებში, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა

თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. საქართველოს მთავრობამ 126 ეკომიგრანტ ოჯახს ქვემო ქართლის, კახეთისა და სამეგრელოს რეგიონებში საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადასცა, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განცხადებაში.

ახალი აშენებული სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
260-მდე დევნილ ოჯახს თბილისში ბინა გადაეცემა

სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული ოჯახები წლობით ცხოვრობდნენ სახლებში, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა, ხოლო საცხოვრებელი ფართები დაკანონებული არ იყო.

„ეკომიგრანტებისთვის სახლების საკუთრებაში გადაცემის პროცესი 2016 წელს დაიწყო და ამ დრომდე, საცხოვრებელი 700-მდე ოჯახს უკვე დაუკანონდა. დაკანონების პარალელურად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების უსაფრთხო გარემოში განსახლების მიზნით სააგენტო მათთვის სახლებს შეისყიდის“, - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა.

2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, უსაფრთხო გარემოში 1500-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახი განსახლდა, აცხადებენ სააგენტოში.

ყველა ახალი ამბავი
0