„ტოტალური კარნახი 2021“ საქართველოში: სად და როგორ ჩატარდება საგანმანათლებლო აქცია

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovichტოტალური კარნახი
ტოტალური კარნახი - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
გამოწერა
Sputnik-საქართველომ გაარკვია, რისთვის უნდა დაიწეროს „ტოტალური კარნახი“, რატომ არ ღირს გადაწერა და რა უნდა ვიცოდეთ ყველაზე მასშტაბურ საგანმანათლებლო აქციაზე

თბილისი, 7 აპრილი - Sputnik. ყოველწლიური საგანმანათლებლო აქცია „ტოტალური კარნახი“ თბილისში 10 აპრილს ერთბაშად ორ ადგილზე ჩატარდება. ამის შესახებ ღონისძიების კოორდინატორმა ელენა გალაშევსკაიამ Sputnik-საქართველოს მულტიმედიურ პრესცენტრში ისაუბრა.  

არჩევანის შესაძლებლობა

გალაშევსკაიას სიტყვებით, წელს ღონისძიება პრიმაკოვის სახ. ქართულ-რუსულ საზოგადოებრივ ცენტრში და რუსული ენის ცენტრ „აზბუკაში“ გაიმართება. იქვე ჩატარდება ტესტი TruD. ესაა ტესტი, რომელშიც რუსული ენა წარმოდგენილია უცხო ენის სახით, შეიცავს ათ დავალებას და მოკლე კარნახს.

© Sputnik / Alex Shlamov„ტოტალური კარნახის“ კოორდინატორი ელენა გალაშევსკაია
„ტოტალური კარნახი 2021“ საქართველოში: სად და როგორ ჩატარდება საგანმანათლებლო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
„ტოტალური კარნახის“ კოორდინატორი ელენა გალაშევსკაია

ელენა გალაშევსკაია აღნიშნავს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო „ფლეშმობში“ მონაწილეობის მისაღებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა „ტოტალური კარნახის“ ვებგვერდზე და ქალაქ თბილისის მითითება. რეგისტრაცია რთული არ არის, თუმცა თუ მონაწილეს ხელი არ მიუწვდება ინტერნეტზე, ის შეძლებს უშუალოდ ღონისძიების ადგილზე დარეგისტრირებას.

COVID-19-ის პანდემიის გათვალისწინებით, ორგანიზატორები მონაწილეებს კარნახის სახლში, უბრალო ქაღალდის ფურცლებზე დაწერის შესაძლებლობასაც აძლევენ. თუ მონაწილე მოისურვებს, რომ მისი ნამუშევარი შემოწმდეს, აუცილებელია ფურცლის დახაზვა და შევსება აქციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბლანკის მსგავსად. თუმცა კარნახის შემოწმება მონაწილეს თავადაც შეუძლია.

ქართველების შეცდომები და უპირატესობები

Sputnik-ის კითხვას, ყველაზე ხშირად რა შეცდომებს უშვებენ „ტოტალური კარნახის“ ქართველი მონაწილეები, გალაშევსკაიამ უპასუხა, რომ ყველაზე ხშირია პუნქტუაციის შეცდომები.

© Sputnik / Alex Shlamovელენა გალაშევსკაია. პრეს-კონფერენცია თემაზე „ტოტალური კარნახი - 2021“ თბილისში
„ტოტალური კარნახი 2021“ საქართველოში: სად და როგორ ჩატარდება საგანმანათლებლო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
ელენა გალაშევსკაია. პრეს-კონფერენცია თემაზე „ტოტალური კარნახი - 2021“ თბილისში

„იცით, რით განსხვავდება „ტოტალური კარნახი“? იქ ძალიან რთული საავტორო პუნქტუაცია და წესებია. ზოგჯერ იქ, სადაც შეიძლება ტირეს დასმა, ჩვენ ვსვამთ მძიმეს ან პირიქით, გამოდის, რომ ეს შეცდომაა. ამიტომ „ტოტალური კარნახის“ ხუთიანზე დაწერა, ცოტა არ იყოს, რთულია. ეს ჩემი აზრია“, - ამბობს კოორდინატორი.

მიუხედავად გრამატიკული შეცდომებისა, „კარნახის“ კოორდინატორის თქმით, ქართველი მონაწილეების უმეტესობა გამოირჩევა ლამაზი კალიგრაფიით.

გალაშევსკაიას თქმით, „ტოტალური კარნახი“ არა მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო აქციაა, არამედ თანამედროვე რუსული ლიტერატურის გაცნობის უნიკალური შესაძლებლობაცაა.

გოგონა წიგნის ელექტრონულ ვერსიას კითხულობს - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
ანასტასია ხატიაშვილის რომანი რუსეთში თებერვლის საუკეთესო წიგნების ხუთეულში შევიდა

„ტოტალური კარნახი - ზეიმია ყველასთვის, ვისაც რუსული ენა უყვარს, ვისაც უხარია ახლის შეტყობა რუსულ ლიტერატურაზე, რადგან ყოველი „ტოტალური კარნახისთვის“ ახალი ტექსტი ირჩევა. საინტერესოა, რომ როდესაც ავტორი ახალია, კარნახის შემდეგ ადამიანები ერთმანეთს ესაუბრებიან, ეკითხებიან: „თქვენ თუ წაიკითხეთ?“, „მისი რომანი წაგიკითხავთ?“ ეს ძალიან კარგია, როდესაც თბილისში ვიწყებთ თანამედროვე რუსული ლიტერატურის ძიებას და დროს ფეხს ვუბამთ“, - ხაზს უსვამს კოორდინატორი.

გალაშევსკაიამ აქციის მონაწილეებს მიმართა თხოვნით, არ გადაეწერათ, რადგან ასე შეიძლებოდა სხვისი შეცდომები გაემეორებინათ.

„ყოველთვის ვაფრთხილებ, რომ გადაწერა არ ღირს, რადგან ასე სხვის შეცდომას იწერ. იქნებ თავად სწორად წერ? ასეთი რჩევა მაქვს - როგორც დაწერთ, ისე დატოვეთ. ალბათ ეს ჩემი გამოცდილებაა - როდესაც კარნახს ვწერთ, მთლიანად კონცენტრირებული ვართ, ყურადღებით ვისმენთ და ვწერთ ბევრად უკეთ, ვიდრე შემდეგ, როდესაც ნამუშევარს ვამოწმებთ. ეს ნაშრომში იკითხება - შეიძლება მონაწილემ დაწეროს მძიმე, შემდეგ დიდხანს იფიქროს და გადახაზოს. ხშირად შეცდომით ასწორებენ, თავიდან კი სწორად წერენ“, - ყვება კოორდინატორი.

საქართველოს მოქალაქეებმა შეამოწმეს თავის ცოდნა პროექტში „ტოტალური კარნახი“ >>

„ტოტალური კარნახი“ - ყველა მსურველისთვის ნებაყოფლობითი კარნახის ფორმატის ყოველწლიური საგანმანათლებლო აქციაა. პირველად ღონისძიება 2004 წელს ნოვოსიბირსკში ჩატარდა. „ტოტალური კარნახის" მიზანია თითოეულ ადამიანს მისცეს შესაძლებლობა, შეამოწმოს რუსული ენის ცოდნა და ცოდნის ამაღლების ინტერესი გაუღვიძოს.

ყველა ახალი ამბავი
0