თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. ქართველმა მაშველებმა სოფელ შამგონასთან (ზუგდიდის რაიონი) მდინარე ენგურიდან სამი ცხედარი ამოიტანეს, იუწყება Sputnik–საქართველოს კორესპონდენტი.
© photo: Sputnik / Nika Latariaზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს
© photo: Sputnik / Nika Lataria
არსებული ინფორმაციით, ენგურის გადმოცურვას სოფელ თაგილონიდან რამდენიმე ადამიანი ოთხი დღის წინ შეეცადა. ამის შემდეგ მათთან კავშირი გაწყდა.
ამჟამად კიდევ ერთი ადამიანის ძებნა მიმდინარეობს.
© photo: Sputnik / Nika Latariaზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს
© photo: Sputnik / Nika Lataria
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – თავისუფლების უკანონო აღკვეთა და თვითმკვლელობამდე მიყვანა. სტანდარტული პროტოკოლით ამ მუხლს ცხედრის აღმოჩენისას იყენებენ, რომელსაც პირველადი დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. ექსპერტიზის შემდეგ საქმეს შეიძლება სხვა კვალიფიკაცია მიენიჭოს.
ნიკა ლატარია