თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 687 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 351 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე სამეგრელო–ზემო სვანეთი, შემდეგ იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: სამეგრელო–ზემო სვანეთი – 84, იმერეთი – 68, აჭარა – 61, შიდა ქართლი – 41, ქვემო ქართლი – 22, მცხეთა-მთიანეთი – 20, კახეთი – 18, გურია – 14, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 327 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 275.547-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 8 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.840-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 6.232 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.984 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 954, აჭარაში – 304, იმერეთში – 323.
352 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 63 პირი, მათგან თბილისში – 38, აჭარაში – 3, იმერეთში – 10. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 291 ადამიანი, მათ შორის 180 – თბილისში, 106 – აჭარაში. 3.957 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 169 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 96, ხოლო აჭარაში – 9. თვითიზოლაციაში იმყოფება 10.468 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4.788 პირი, აჭარაში – 1.552, იმერეთში – 918.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 687-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 285.645-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.