ძალოსნობა: კახი ასანიძე ევროპის ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიკახი ასანიძე
კახი ასანიძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
გამოწერა
კახი ასანიძემ ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო გამოსვლისას საერთო ჯამში 327 კილოგრამი დააფიქსირა, ტურნირის გამარჯვებული კი თურქი დანიარ ისმაილოვი გახდა.

თბილისი, 7 აპრილი - Sputnik. ახალგაზრდა ქართველმა ძალოსანმა კახი ასანიძემ მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილი დაიკავა.

ეს ტურნირი 21 წლის ქართველი სპორტსმენისთვის სადებიუტო იყო. აღსანიშნავია, რომ კახი ასანიძე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელისა და ლეგენდარული ძალოსანის, ოლიმპიური ჩემპიონის გიორგი ასანიძის შვილია.

შოთა მიშველიძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
საქართველომ ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა

კახი ასანიძემ (73 კგ) ატაცში პირველი ორი ცდა წარმატებით გამოიყენა. ახალგაზრდა ძალოსანმა 144 და 148 კილოგრამის დაძლევა მოახერხა, თუმცა მესამე ცდაზე 151 კგ-ს ვერ გაუმკლავდა და ატაცში მე-8 პოზიცია დაიკავა. რაც შეეხება აკვრას, ასანიძემ თავდაპირველად 172 და 179 კილოგრამები დააფიქსირა, მაგრამ მესამე ცდაზე 182 კილოგრამის აწევა ვერ შეძლო და ამ დისციპლინაში მე-8 ადგილი დაიკავა.

საბოლოოდ, კახიმ ორჭიდის ჯამში 327 კგ დააფიქსირა და მეშვიდე ადგილი ერგო. ევროპის ჩემპიონის ტიტული კი ამ წონაში თურქმა ძალოსანმა დანიარ ისმაილოვმა მოიპოვა, რომელმაც ჯამში 341 კგ-ის დაძლევა მოახერხა.

ყველა ახალი ამბავი
0