დავით სერგეენკო AstraZeneca-ს ვაქცინით საჯაროდ აიცრა

© photo: Sputnik / Stringerდავით სერგეენკო
დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
გამოწერა
სერგეენკო მეოთხე ქართველი დეპუტატია, რომელმაც აცრა საჯაროდ გაიკეთა და ამით დანარჩენ კოლეგებს მაგალითი მისცა.

თბილისი, 7 აპრილი - Sputnik. პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა, იუწყება „პირველი არხი“.

დავით სერგეენკო AstraZeneca-ს ვაქცინით რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრა.

დეპუტატის განცხადებით,  ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა ინფექციური დაავადებების დასამარცხებლად.

„ვაქცინაცია არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რასაც ბოლო 200 წლის განმავლობაში იყენებს კაცობრიობა ინფექციური სნეულებების დასამარცხებლად. ასე რომ, ეს არის ერთადერთი სწორი გზა და მინდა ყველას ვთხოვო, გაიაროს ექიმთან კონსულტაცია და ჩაიტაროს ვაქცინაცია“, – აღნიშნა სერგეენკომ.
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
როგორ შეძლებენ მაღალი რისკის მქონე პირები  ვაქცინაციისთვის დარეგისტირებას

პირველი დეპუტატი, რომელმაც ვაქცინა აგრეთვე საჯაროდ გაიკეთა, პროფესიით ექიმი ლადო კახაძეა. დღეს ასევე საჯაროდ აიცრა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ტელეკამერების წინ ასევე გაიკეთა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. მანამდე AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე,  ცნობილი ალერგოლოგ–იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი და სამედიცინო სფეროს სხვა ცნობილი წარმომადგენლები.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ვაქცინაცია სულ 14.207 ადამიანს აქვს ჩატარებული.

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია AstraZeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინებით ხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0