ტელეწამყვანი ანი გიუნტერი ბოლო დროს არაჩვეულებრივ ფორმაშია. ახლახან მან გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც შავ ბოდესა და ბადე კოლჰოტში თვალისმომჭრელად გამოიყურება.
ანიმ, რასაკვირველია, ბევრი კომპლიმენტი მიიღო, ფოტოებს კი დააწერა – „ღამე მშვიდობისა“, რასაც ერთ-ერთმა მამაკაცმა ასეთი კომენტარით უპასუხა: „ამ ფოტოების შემდეგ რა მშვიდობიანი ღამე, თვალსაც ვერ მოხუჭავ კაცი“.
View this post on Instagram
ანი გიუნტერი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დილის ეთერში წლებია მუშაობს. ორი შვილი ჰყავს, მაგრამ ახერხებს, აქტიურად იყოს დაკავებული და შვილებსაც არ მოაკლოს ყურადღება.
View this post on Instagram
როგორც ცოტა ხნის წინ ანი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, დიეტაზე არაა, თუმცა როგორც გამოიყურება, არის ვიტამინების კოქტეილის, სწორი კვების, ნაკლები სტრესის და ბევრი პოზიტივის შედეგი.
View this post on Instagram
„ახლა საკმაოდ ბევრი კილოგრამი მაქვს მომატებული. კონკრეტულად არც ვიცი, რამდენი, მაგრამ დიდად არ განვიცდი. დიეტაზე არ ვარ, უბრალოდ თავს ვიკავებ გარკვეული საკვების მიღებისგან. ზედმეტი კილოგრამები ჩემთვის ტრაგედია არ არის“, – ამბობდა ანი.
View this post on Instagram
ოთხი წლის წინ ტელეწამყვანი მეუღლეს კახა არაბიძეს დაშორდა, რომელმაც მალევე მოიყვანა ახალი ცოლი, რის გამოც ანი ინტერვიუებში ამბობდა, რომ დეპრესიაში იყო. ანი გიუნტერს და კახა არაბიძეს ორი შვილი – მაშიკო და ლაზარე ჰყავთ.