რომელი ვაქცინით აიცრება ამირან გამყრელიძე

© Sputnik / Goga Vardzieliვაქცინაცია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში
ვაქცინაცია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
გამოწერა
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება მათთვის, ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა, ვირუსის დადასტურებიდან მხოლოდ 120 დღის შემდეგ არის ნებადართული.

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სავარაუდოდ ჩინური ვაქცინა Sinopharm-ით აიცრება და ამას პირდაპირ ეთერში გააკეთებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ერთ-ერთმა პირველმა იმიტომ ვერ გაიკეთა, რომ ვაქცინაცია მათთვის, ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა, ან ახლა აქვს,  ვირუსის დადასტურებიდან მხოლოდ 120 დღის შემდეგ არის ნებადართული.

„მე 29 დეკემბერს დამიდასტურდა კოვიდი. ორი კვირა გავატარე სახლში. ჩვენი რეგულაციით, კოვიდგადატანილებს პირველი დადასტურებიდან 120 დღის შემდეგ შეუძლიათ აცრა. ამიტომ, რომ გავა 120 დღე, ეს იქნება თუ არ ვცდები აპრილის ბოლოს, ნამდვილად პირდაპირ ეთერში ავიცრები. არ გამოვრიცხავ, რომ ჩინური ვაქცინით ავიცრა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
„ადგილები არ არის“- თბილისის კლინიკები კოვიდ-პაციენტების ნაკადს ვერ აუდიან

საქართველომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა Sinopharm-ის 100 ათასი დოზა 3 აპრილს მიიღო. ჩინური ვაქცინა ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი, რომელიც ვაქცინის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საიმედო ხერხია. კომპანია Sinopharm-მა ვაქცინა უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან და ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტთან ერთად შეიმუშავა

ამჟამად საქართველოში ვაქცინაციისთვის Pfizer-ის და AstraZeneca-ს პრეპარატები გამოიყენება. ჩინური წარმოშობის კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ უკვე შეისყიდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციას აპრილის შუა რიცხვებში ელოდება, რის შემდეგაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება, თუ როდის დაიწყება საქართველოში Sinopharm-ით ვაქცინაცია.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო და 6 აპრილის მონაცემებით ჯამურად სულ აცრილია 12.846 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0