უჩვეულო რეცეპტისთვის ბევრი ინგრედიენტი არ დაგჭირდებათ. კერძი საკმაოდ მარტივია და ცოტა კომპონენტებს შეიცავს.
გემრიელი და უჩვეულო კერძების სხვა რეცეპტები შეგიძლიათ ნახოთ აქ:
ესენია:
- მაკარონი — 200 გ;
- მდნარი ყველის მთლიანი ბრიკეტი;
- რძე — 500 მლ;
- ზეთი, მარილი, ორეგანო და ნივრის ფხვნილი — გემოვნებით.
მომზადების წესი
გააცხელეთ ტაფა, მოასხით ზეთი და დაყარეთ ზედ მშრალი მაკარონი. მოხალეთ ის დაახლოებით ორი–სამი–წუთის განმავლობაში.
შემდეგ ტაფის შუაში, მაკარონების ზემოდან, დადეთ მდნარი ყველი ბრიკეტი და დაასხით რძე.
ამ ყველაფერს ზემოდან მოაყარეთ მარილი, ორეგანო და ნივრის ფხვნილი. არ მოურიოთ.
დაახურეთ ტაფას ხუფი და დატოვეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 10–15 წუთის (ან ცოტა მეტი ხნის) განმავლობაში.
მომზადების პროცესში, როდესაც ყველი კარგად დარბილდება, ფაქიზად და საგულაგულოდ ამოურიეთ კერძს.
როდესაც მაკარონი ბოლომდე შეიწოვს რძეს და ყველიც ბოლომდე გადნება, კერძი მზადაა.
სუფრაზე მიტანამდე მოაყარეთ მას ცოტა დაჭრილი რეჰანი. ამგვარად მომზადებულ მაკარონს სხვებზე მეტად ეს მწვანილი უხდება.