პოლარიზაცია და უსიამოვნო სიურპრიზი: რა აჩვენა IRI-ს გამოკითხვამ საქართველოში

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები დედაქალაქში
ტურისტები დედაქალაქში - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
გამოწერა
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა პარლამენტის მუშაობის ბოიკოტირების წინააღმდეგია - ქართველმა პოლიტიკოსებმა IRI-ს კვლევის შედეგები შეაჯამეს

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ოპოზიციის თვალსაზრისები აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ საქართველოში ჩატარებული ახალი კვლევის შედეგებთან დაკავშირებით გაიყო.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, რესპონდენტების უმრავლესობა (60%) მიუღებლად მიიჩნევს ბოიკოტს ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რომლებიც არ ცნობენ არჩევნების შედეგებს და უარს ამბობენ პარლამენტში მუშაობაზე.

რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, აქ რესპონდენტთა ხმები თანაბრად გადანაწილდა - 45% ემხრობა,  ამდენივე რაოდენობა წინააღმდეგია.

რას ფიქრობენ ოპოზიციაში

IRI– ს გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ქართული საზოგადოება ძალზე პოლარიზებულია, განაცხადა ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა.

კრისტიან დანიელსონი - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
შეიცვლება თუ არა მოლაპარაკებების ფორმატი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის

„ცხადია, საზოგადოებას ურჩევნია, ოპოზიცია წარმოდგენილი იყოს პარლამენტში, მაგრამ ამავე დროს ცხადია, რომ საზოგადოებრივი აზრი არის ძალიან აშკარად გაყოფილი. შეიძლება ითქვას, ჩვენი ამომრჩევლის ნახევარს სურს, ქვეყანაში ჩატარდეს ვადამდელი არჩვენები. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ პოლარიზება საზოგადოებაში არის საკმაოდ მაღალი, რაც ადასტურებს, რომ ჩვენი წინადადება, ჩავატაროთ პლებისციტი და საზოგადოებრივმა გამოკითხვამ გადაწყვიტოს, ჩატარდეს თუ არა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები, ეს იქნება ყველაზე სწორი გამოსავალი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერის, პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიცია გააგრძელებს ბრძოლას ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მისაღწევად.

„საკმარისზე მეტი მომხრე ჰყავს ვადამდელი არჩევნების ჩატარების იდეას. იმ გეგმით, რა გეგმაც აქვს ოპოზიციას რეგიონებში, რაიონებში, ქალაქებში გასვლით, კიდევ უფრო მეტი გახდება ამ ადამიანების რიცხვი. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან მალე გამოჩნდება და ჩვენ მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს, ეს არის კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

ოპოზიციური პარტია „ლელოს" წევრი საბა ბუაძე ბუნებრივად მიიჩნევს იმას, რომ მოქალაქეებს არ მოსწონთ ბოიკოტი. უფრო მეტიც, ბოიკოტი არ მოსწონს არც პოლიტიკურ პარტიებს, მაგრამ ეს არის ყველაზე ეფექტური საშუალება „ქართულ ოცნებაზე" ზეწოლის მოსახდენად, აღნიშნა მან.

„ამ ბოიკოტმა მოიტანა ის შედეგი, რომ ჩვენ ახლა ვართ მედიაციის პროცესში ევროკავშირის ჩართულობით. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ შედეგი და არა ახლა არსებული მოცემულობა, ვინაიდან რასაკვირველია ბოიკოტი როგორც ცალკეული ფაქტი არ არის მოსაწონი და მისასალმებელი ვითარება. ჩვენ გვირჩევნია, საპარლამენტო კედლებში გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესი, თუმცა ამას დღეს ხელს უშლის ხელისულება, ხელისუფლების სიჯიუტე ახალ არჩევნებთან და პოლიტიკურ დევნასთან მიმართებაში“, – აღნიშნა საბა ბუაძემ.

უსიამოვნო სიურპრიზი

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები უსიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა ოპოზიციისთვის, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი ამილახვარმა.

მისი თქმით, მმართველი ძალა მზადაა მოლაპარაკებებისთვის გაცხადებულ საკითხებზე და ამ საკითხებთან დაკავშირებული შეთანხმების ხელმოსაწერად. თუმცა, მისი თქმით, არსებობს ოპოზიციური ჯგუფის გარკვეული ნაწილი, რომელთანაც „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ინდივიდუალური მოლაპარაკებების პროცესს - ერთი ერთზე. მას იმედი აქვს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება.

გამოკითხვა აშკარად აჩვენებს ამომრჩეველთა სურვილს, რათა პარტიებმა, რომლებსაც მათ ხმა მისცეს, იმუშაონ პარლამენტში, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ამომრჩეველს არანაირი კონკრეტული სურვილი არ გააჩნია რაიმე სახის რიგგარეშე არჩევნების, მათთვის ბოიკოტი მიუღებელია და ამ კვლევებიდანაც ჩანს, რომ ამომრჩეველს სხვა პრობლემები აწუხებს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ირაკლი ქადაგიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
„ბოიკოტი უნდა დასრულდეს" – პარტია „გირჩი“ მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა

თავის მხრივ, დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობიდან, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდა ჩაერთონ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში.

მისი თქმით, მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა ოპოზიციის პარლამენტში შესვლას. ასევე საინტერესოა ის მონაცემები, რომ ბოიკოტის მომხრეებს შორის თითქმის ნახევარმა არ იცის, რისთვის არის საჭირო ეს ბოიკოტი.

დღეისათვის პარლამენტის სხდომებზე ოპოზიციურ ფრთას წარმოადგენენ პარტია „მოქალაქეები“ და პარტია „ევროპელი სოციალისტები“, რომელიც შედგება პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წარმომადგენლებისაგან, რომელმაც უკვე დატოვა საქართველოს პარლამენტი.

მოლაპარაკებების დაწყების სურვილი გამოთქვეს ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ წარმომადგენლებმაც, რომლებიც სხვა ოპოზიციონერი კოლეგებისგან განსხვავებით, ბოლო დრომდე ნეიტრალურ პოზიციას იკავებდნენ და არ აპირებდნენ საპარლამენტო მანდატების დათმობას. ისინი ასევე არ უერთდებიან ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებს.

თუ პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი" შევა პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების რაოდენობა სამით გაიზრდება და 99-ს მიაღწევს, საიდანაც 9 - ოპოზიციონერია.

დანარჩენმა პარტიებმა, 2020 წლის შემოდგომაზე გამართული არჩევნების შემდეგ, უარი თქვეს მათი ლეგიტიმურობის აღიარებაზე და პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას არ იღებენ.

ყველა ახალი ამბავი
0