თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 897 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 463 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე სამეგრელო–ზემო სვანეთი, შემდეგ იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: სამეგრელო–ზემო სვანეთი – 96, იმერეთი – 88, აჭარა – 83, ქვემო ქართლი – 41, შიდა ქართლი – 32, გურია – 31, მცხეთა-მთიანეთი – 24, კახეთი – 19, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19, სამცხე-ჯავახეთი – 1.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 196 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 275.220-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 10 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.832-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 5.880 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.892 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 911, აჭარაში – 286, იმერეთში – 293.
357 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 62 პირი, მათგან თბილისში – 39, აჭარაში – 3, იმერეთში – 8. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 269 ადამიანი, მათ შორის 166 – თბილისში, 98 – აჭარაში. 3.719 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 191 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 92, ხოლო აჭარაში – 9. თვითიზოლაციაში იმყოფება 9.857 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4.213 პირი, აჭარაში – 1.291, იმერეთში – 1.018.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 897-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 284.958-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.