ბუკმეკერებმა „ევროვიზიის“ კონკურსანტები შეაფასეს: რა შანსები აქვს საქართველოს

© photo: Tornike Kipiani / FBთორნიკე ყიფიანი
თორნიკე ყიფიანი - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
გამოწერა
ბუკმეკერების პროგნოზებით, თორნიკე ყიფიანი, რომელიც კონკურსზე საქართველოს წარმოადგენს, ათეულშიც ვერ შევა

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. ბუკმეკერებმა მოუსმინეს საერთაშორისო ვოკალური კონკურსის „ევროვიზია-2021“ წარმომადგენლების სიმღერებს და პროექტის მთავარი ფავორიტები განსაზღვრეს, ამის შესახებ პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამი.

იმ კონკურსანტების ხუთეულში, რომლებსაც გამარჯვების შანსები აქვთ, შევიდნენ მალტას (მოგების ალბათობა 18%), შვეიცარიის (13%), საფრანგეთის (12%), ბულგარეთის (7%) და იტალიის (6%) წარმომადგენლები.

ევროვიზია - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
ექსპერიმენტის სახით: კონკურს „ევროვიზიას“ მაყურებელი დაესწრება

ბუკმეკერების პროგნოზებით, თორნიკე ყიფიანი, რომელიც საქართველოს წარმოადგენს, 36-ე ადგილს იკავებს.

საქართველოს წარმომადგენელი კონკურსის მეორე ნახევარფინალში (20 მაისს) სიმღერით You წარდგება. ინგლისურენოვანი კომპოზიცია თავად ყიფიანის შექმნილია. რაც შეეხება არანჟირებას, ის Bravo Records-ის სტუდიაში გაკეთდა და მასზე თორნიკესთან ერთად ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა. სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს გორის გოგონათა გუნდმა, მარიკო ლეჟავამ, მარიამ შენგელიამ და ალეკო ბერძენიშვილმა.

მუსიკალური ვიდეორგოლის რეჟისორი თემო კვირკველიაა. საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლის გადაღებები რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობდა. ქორეოგრაფმა მარიამ ალექსიძემ სპეციალურად კლიპისთვის ცეკვა დადგა, ვიდეოში მისი დასი მონაწილეობს. მოცეკვავეების კოსტიუმების დიზაინი კი ქეთი ჩხიკვაძეს ეკუთვნის.

თორნიკე ყიფიანს საქართველო კონკურსზე უნდა წარედგინა 2020 წელს სიმღერით Take Me as I am, მაგრამ პანდემიის გამო ღონისძიება გაუქმდა.

ყველა ახალი ამბავი
0