თბილისის მერმა კახა კალაძემ ბოხუას სახელობის კლინიკა 4 აპრილს დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, თავს კარგად გრძნობს, თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში მკურნალობას სახლში გააგრძელებს.
View this post on Instagram
მოგვიანებით კახა კალაძემ „ინსტაგრამზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მისი სახლში დაბრუნება ბავშვებს და ძაღლებს ძალიან გაუხარდათ. რაც შეეხება მის მეუღლეს, ცნობილი დიზაინერი ანუკი არეშიძე თბილისის მერს კლინიკის დატოვებისას თან ახლდა.
View this post on Instagram
კახა კალაძემ 26 მარტს განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში საჯაროდ არ ჩანდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
View this post on Instagram
პირველადი დიაგნოზით თბილისის მერს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი ჰქონდა, თუმცა დიაგნოზი არ დაუდასტურდა. დამატებითი კვლევების შემდეგ გაირკვა, რომ მას აქვს არტერიული წნევის არასტაბილურობა.