ცნობილი ტრანსგენდერი მოდელი კესარია აბრამიძე აცხადებს, რომ არასწორია ინფორმაცია, თითქოს საქართველოში პირველად ტრანსი ადამიანის გენდერი სამართლებრივად რამდენიმე დღის წინ აღიარეს, რადგან თავად ოთხი წლის წინ აიღო მსგავსი საბუთი და იცნობს ადამიანებს, ვისაც უფრო ადრეც აქვთ აღებული მსგავსი პასპორტი.
View this post on Instagram
როგორც კესარიამ „პრაიმ-ამბებს“ უთხრა, ადამიანები, როდესაც იცვლიან სქესს და პასპორტს, ითხოვენ ანონიმურობას. ბევრ ტრანსს აქვს მის ირგვლივ შეცვლილი პასპორტი და ახლა რატომ ატყდა ამხელა აჟიოტაჟი, ვერ ხვდება. კესარია ამბობს, რომ მკერდის ოპერაცია 15 წლის წინ, ხოლო სასქესო ორგანოსი ოთხი წლის წინ გაიკეთა. როდესაც სქესის შეცვლა გსურს პასპორტში, კლინიკიდან ოპერაციის დამადასტურებელი დოკუმენტი მიგაქვს და დაბადების მოწმობას გიცვლიან, რასაც ორი კვირა სჭირდება, შემდეგ შეცვლილი დაბადების მოწმობით ხდება ახალი პასპორტის აღება, ამბობს ის.
View this post on Instagram
„უმცირესობები „ჩალიჩობენ”, რომ სასქესო ორგანოს ოპერაციის გარეშე აიღოს ყველა ტრანსგენდერმა ქალის პასპორტი. ფიზიკურად რომ ქალი ხარ და ქალის პასპორტს აიღებ, ამაში გასაოცარი რა არის? მით უმეტეს, ეს პირველი შემთხვევა არ არის ჩვენს ქვეყანაში. ახლა, სამი კვირის წინ ქალმა, რომელიც ბავშვობიდან არ ცხოვრობს საქართველოში, ქალის პასპორტი აიღო. ამდენად, ვარ სრულფასოვანი ქალი და როცა მომინდება ოფიციალურად ვიქორწინებ. ამას წინ ვერავინ აღუდგება“, – აცხადებს მოდელი.
View this post on Instagram
კესარია აბრამიძე (დაბადებით ბესო აბრამიძე) 1987 წლის 18 აგვისტოს დაიბადა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას იღებენ სერიალებსა და სარეკლამო რგოლებში. 2014 წელს ოფიციალურად განაცხადა, რომ ოპერაციის მეშვეობით სქესი შეიცვალა.