ისაუბრა თუ არა ილია მეორემ შეზღუდვების გაუქმების შესახებ: საპატრიარქოს განმარტება

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
გამოწერა
საპატრიარქოს განცხადებით, ეკლესია ემორჩილება სახელმწიფოს მიერ დაწესებულ რეგულაციებს, მათ შორის, სოციალური დისტანციის დაცვისა და პირბადის ტარების წესს.

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გუშინ, საკვირაო ქადაგებისას „კომენდანტის საათისა" და შეზღუდვების გაუქმების შესახებ ისაუბრა, სინამდვილეს არ შეესაბამება, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრიაქოს ცნობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 4 აპრილის საკვირაო მსახურებაზე საერთოდ არ იმყოფებოდა.

ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
დეზინფორმაციის გავრცელება სამარცხვინოა - საპატრიარქო ილია მეორის ჯანმრთელობაზე

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კოვიდ-პანდემიის გამო სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუვებისა და რეგულაციების დაცვის შესახებ არსებობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებები, ასევე პატრიარქის ოფიციალური განცხადებები, რომლებიც ეკლესიასა და მრევლს მოუწოდებს, დაემორჩილონ სახელმწიფოს მიერ დაწესებულ რეგულაციებს.

რაც შეეხება ვაქცინაციას, საპატრიარქოს განცხადებით, საქართველოს ეკლესიამ მრავალგზის გამოხატა თავისი პოზიცია და მიესალმება, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

  • „თავის მხრივ, საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოს ეკლესიის ნებისმიერი განცხადება ვრცელდება მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებისა“ და გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ ოფიციალური ინტერნეტ-გვერდების მეშვეობით.

საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2021
საპატრიარქო: ეკლესია ვაქცინაციის პროპაგანდაზე პასუხისმგებლობას არ აიღებს

ამ ეტაპზე ძირითადი შეზღუდვა, რომელიც საქართველოში დარჩა და მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციების მიზეზია, ქუჩაში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვაა, რომელიც ვრცელდება როგორც ქვეითებზე, ისე სატრანსპორტო საშუალებებზე. კომენდანტის საათის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით.

ძალაშია ასევე პირბადის სავალდებულო ტარება, რომლის დაცვაც აუცილებელია როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირბადის გარეშე ყოფნა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

ყველა ახალი ამბავი
0