ბორჯომ-ხარაგაულის პარკის რეინჯერებმა დაჭრილი ფრინველი - ბატკანძერი გადაარჩინეს

© photo: courtesy of Borjomi-Kharagauli National Parkბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
გამოწერა
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ბუნებრივ პარკად ითვლება და ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით გამოირჩევა

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერებმა დაჭრილი ფრინველი - ბატკანძერი იპოვეს, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით უმკურნალეს და დააბრუნეს უკან, ველურ ბუნებაში. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2021
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სტანდარტის მონიტორინგის სისტემა ინერგება

ბატკანძერი (ლათ. Gypaetus barbatus) - დიდი ზომის მტაცებელი ფრინველი ქორისებრთა ოჯახიდან. იკვებება ლეშით, წვრილი ცხოველებით და ძვლებით. მისი გაშლილი ფრთების სიგრძე 3 მეტრს აღწევს. სხეულის სიგრძეა 100–115 სმ, მასა 5–7 კგ. იგი ძალიან ჭკვიანი და მოხერხებულია. ძვალს ნისკარტით იჭერს, კლდოვან ადგილს არჩევს და დიდი სიმაღლიდან ძვალს აგდებს. ძვალი იფშვნება და ფრინველსაც მისი ჭამა უიოლდება.

სააგენტოს განცხადებაში განსაკუთრებით აღნიშნულია ერთ-ერთი რეინჯერის მუშაობა, რომელმაც ფრინველი ველურ ბუნებაში გაუშვა.

© photo: Agency of Protected Areas (Georgia) / FBბორჯომ-ხარაგაულის პარკის რეინჯერებმა დაჭრილი ფრინველი - ბატკანძერი გადაარჩინეს
ბორჯომ-ხარაგაულის პარკის რეინჯერებმა დაჭრილი ფრინველი - ბატკანძერი გადაარჩინეს - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
ბორჯომ-ხარაგაულის პარკის რეინჯერებმა დაჭრილი ფრინველი - ბატკანძერი გადაარჩინეს

„საქართველოს ეროვნული პარკების მთავარი სიმდიდრე, უნიკალურ ბიომრავალფეროვნებასთან ერთად, თავის საქმეზე შეყვარებული ადამიანები, განსაკუთრებით კი რეინჯერები არიან. ფოტოზე გამოსახული პიროვნება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აწყურის უბნის უფროსი რეინჯერი ნუგზარ აიწურაძეა. იგი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დაარსების დღიდან მუშაობს“, - ნათქვამია სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ბუნებრივ პარკად ითვლება. მისი ფართობი დაახლოებით 105 ათასი ჰექტარია და ის მოიცავს ექვს მუნიციპალიტეტს – ბორჯომი, ხარაგაული, ხაშური, ახალციხე, აბასთუმანი და ბაღდათი.

პარკი 1995 წელს დაარსდა და საქართველოში პირველ ეროვნულ პარკად ითვლება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0