Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ოქრო ბიჭი გყავს“ – ლევან ჯიბღაშვილის ყოფილ საცოლეს დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყვეს

© Facebook / Niniko Natsarishviliნინიკო ნაცარიშვილი
ნინიკო ნაცარიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2021
გამოწერა
მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის ყოფილი საცოლე ნინიკო ნაცარიშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოირჩევა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც წყვილი სკანდალურად დაშორდა.

მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის ყოფილი საცოლე ნინიკო ნაცარაშვილი იუბილარია. გოგონა 22 წლის გახდა და დაბადების დღე სასტუმრო „პარაგრაფში“ აღნიშნა. მოგვიანებით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ მაგიდასთან ნინიკოს უამრავი ვარდი მიართვეს, როგორც ჩანს, საყვარელი მამაკაცისგან.

„აუუ რამაგარია ნინიკო, ოქრო ბიჭი გყავს გამორჩეული“, „გილოცავ ჩემო კუკლაა, მინდა მთელი ცხოვრება ასეთი ბედნიერი და გახარებული იყო“, „ძალიან ბევრს შურს ჩასაფრებულ ბლუყუნა დედაშვილებს“, „შურისგან გაიხა ხალხი, ძაან მაგარია“, – უწერენ ვიდეოს კომენტარებში.

ბათუმელი ნინიკო ნაცარიშვილი მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც ბიზნესმენმა და მსახიობმა ლევან ჯიბღაშვილმა მოულოდნელად განაცხადა, რომ მის ცოლად შერთვას აპირებდა.

მაშინ, როცა ყველას ეგონა, რომ ის მომღერალ სალომე წვერაიძეზე დაქორწინდებოდა, მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ 18 წლის აბიტურიენტს გაუმიჯნურდა. ნინიკომ მანამდე ფეხბურთელ გიორგი ჩელებაძეზე იქორწინა, თუმცა ისინი მალევე დაშორდნენ.

ნაცარიშვილი–ჯიბღაშვილის წყვილის დაშორების შესახებ თბილისში დიდი ხანი ჭორაობდნენ. ამბობენ, რომ დაშორების მიზეზი ნინიკოს ღალატი გახდა. დაშორების რეალური მიზეზი ცნობილი დღემდე არ არის. ამჟამად ლევანს ახალი ცოლი ჰყავს. ცოტა ხნის წინ მეორე შვილიც შეეძინა.

 

 

მასალა განახლებულია. პირველადი ვერსია გამოქვეყნდა 2021 წლის 23 თებერვალს.

ყველა ახალი ამბავი
0