თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან 28 თებერვლამდე დაახლოებით 9,4 ათასი დანაშაული დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 12,97%-ით ნაკლებია, ნათქვამია შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ მასალებში.
2021 წლის პირველ თვეებში დაფიქსირებული დანაშაულებიდან გახსნილია მესამედზე ნაკლები, დანარჩენების გამოძიება გრძელდება.
შსს–ს მასალების მიხედვით, საქართველოში თვეში საშუალოდ 4,5-5 ათასი დანაშაული ფიქსირდება.
თვე | დანაშაულის რაოდენობა |
თებერვალი | 4 915 |
იანვარი | 4 703 |
დანაშაული საქართველოში
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – ორ თვეში დაახლოებით 2,6 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 25,8%.
მეორე ადგილზეა ოჯახური ძალადობა. 2021 წლის ორ თვეში დაფიქსირდა 958 ოჯახური ძალადობის შემთხვევა. აქედან გახსნილია 57,3%.
მესამე ადგილზე კი სატრანსპორტო დანაშაული აღმოჩნდა – 748 ფაქტი ერთ თვეში, საიდანაც გახსნილია 2,2%.
ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეული
დანაშაულის სახეობა | შემთხვევების რაოდენობა |
ქურდობა | 2 628 |
ოჯახური ძალადობა | 958 |
სატრანსპორტო დანაშაული | 748 |
მუქარა | 518 |
ნარკოდანაშაული | 511 |
გარდა ამისა, შსს–ს მონაცემებით, 2021 წლის პირველ ორ თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა 15 მკვლელობა, აქედან სამი – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, 56 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 11 – გაუპატიურება, 2 – ადამიანებით ვაჭრობა, ორი – მექრთამეობა და ტერორიზმის 2 შემთხვევა.
რამდენი დაისაჯა
საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან 28 თებერვლამდე ჩათვლით პერიოდში სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მიეცა 2.855 ადამიანი. აქედან 186 პირობით სასჯელს იხდიდა. აქედან 949 დაკავებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში თბილისში მისცეს.