აზერბაიჯანმა ვაქცინა Vaxzevria-ს პირველი პარტია მიიღო

© AFP 2024 / TOFIK BABAYEVაზერბაიჯანმა ვაქცინა Vaxzevria-ს პირველი პარტია მიიღო
აზერბაიჯანმა ვაქცინა Vaxzevria-ს პირველი პარტია მიიღო - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2021
გამოწერა
პრეპარატ Vaxzevria-ს პირველი პარტია, რომელიც მანამდე AstraZeneca-ს დასახელებით იწარმოებოდა, 84 ათას დოზას მოიცავს და სამხრეთ კორეიდან გაიგზავნა

თბილისი, 4 აპრილი  – Sputnik. COVAX-პლატფორმით გაგზავნილი ტვირთი Vaxzevria-ს ვაქცინით ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში კვირას, 4 აპრილს მიიღეს, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

მამაკაცი პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
კორონავირუსი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში - რიცხვები, შეზღუდვები, ვაქცინაცია

პრეპარატ Vaxzevria-ს პირველი პარტია, რომელიც მანამდე AstraZeneca-ს დასახელებით იწარმოებოდა, 84 ათას დოზას მოიცავს და სამხრეთ კორეიდან გაიგზავნა.

აღნიშნული ვაქცინის მეორე პარტია - 432 ათასი დოზა ქვეყანაში მაისის ბოლოს შევა.

ასევე, რვა კვირის განმავლობაში აზერბაიჯანში COVAX-პლატფორმის ხაზით უნდა გაიგზავნოს Pfizer-BioNTech-ს ვაქცინის 218.790 დოზა.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ უახლოეს დროს აზერბაიჯანში ჩინეთიდან კომპანია Sinovac-ის ვაქცინა CoronaVac-ის კიდევ 150 ათასი დოზის იმპორტი განხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0