Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ცოტა ფილერები დავიმატე სახეზე...“ - ქეთა თოფურიას ვეღარ იცნობთ - ვიდეო

© Photo: Keti Topuria / FBქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
გამოწერა
ქეთა თოფურია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს. მომღერლის ცნობა ახალ ვიდეოში გაგიჭირდებათ. ნახეთ რა დაემართა ვარსკვლავს

მომღერალი ქეთა თოფურია „ინსტაგრამის“ ფილტრების ბუმს აყვა და ფილტრით, რომელიც პლასტიკური ოპერაციების ილუზიას ქმნის, ვიდეო ჩაწერა. „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვენებულ ვიდეოში ვარსკვლავი ხუმრობს, რომ სახეზე ფილერი დაიმატა ცოტა და ტუჩზეც. როგორც ჩანს, მომღერალი საკუთარმა ვიზუალმა ძალიან გაახალისა.

ცოტა ხნის წინ A'Studio-ს ქართველი სოლისტის ქეთა თოფურიას მეუღლემ, ბიზნესმენმა ლევ დენგოვმა „ინსტაგრამის“ „ფოლოვერებს“ საგაზაფხულო დიეტის დაწყების შესახებ ამცნო. „სთორიზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში ლევმა საზოგადოებას აჩვენა, რას მიირთმევს ის მეუღლესთან ერთად და აქვე სიცილით აღნიშნა, რომ ქეთა დიეტურ კვებას არ ემორჩილება.

წყვილს 21 იანვარს ვაჟიშვილი - ადამი შეეძინა. ლევს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. როდესაც მისი ქორწინება დაინგრა, ამბობდა, რომ ვერ ათავსებდა ერთმანეთს ოჯახსა და საქმეს, ამიტომ იყო, რომ ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ ცოლს დაშორდა, თუმცა შვილებთან - ლეონიდთან და შოშანთან მშვენიერი ურთიერთობა აქვს.

ცნობილი ქართველი მომღერალიც მეორედ რამდენიმე თვის წინ დაქორწინდა. როგორც ქეთა ამბობს, მეორე ნახევარი – ბიზნესმენი ლევ დენგოვი ერთი ნახვით შეუყვარდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ლევ დენგოვი ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვიდანაა და მისი მრჩეველიცაა.

თავად ლევის ნამდვილი სახელი პაველ გუსბანდია. დაიბადა და გაიზარდა ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, რაღაც პერიოდი ცხოვრობდა გერმანიაში. ასევე რუსული მუსიკალური ჯგუფი „არბატის“ წევრიც იყო.

ქეთა თოფურია ლევმა დაბადების დღეზე მშობლიურ მინსკში გაიცნო. მან დღესასწაულზე A'Studio მიიწვია, რომელიც მას და მის მშობლებს თანაბრად მოსწონთ. მას შემდეგ ქეთა და ლევი ერთად არიან მიუხედავად იმისა, რომ ლევმა პირველი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ განაცხადა, რომ მეორედ აღარასდროს დაქორწინდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0