კობიაშვილი: საქართველოს ფეხბურთის ნაკრებს სანიოლთან მომავალი აქვს

© courtesy of Levan Kobiashviliლევან კობიაშვილი
ლევან კობიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
გამოწერა
სფფ-ის პრეზიდენტმა ნაკრების მთავარ მწვრთნელთან განიხილა გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეები, რომლებზეც მუშაობაა საჭირო

თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს ვილი სანიოლსა და მის გუნდს მომავალი აქვთ, განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

„ჩნდება კითხვა, რა ფეხბურთს თამაშობს გუნდი. ეს ფეხბურთელებმა მოკლე პერიოდში გაიგეს. მე დარწმუნებული ვარ, ვილისთან ერთად ამ გუნდს მომავალი აქვს. მიხარია, რომ სამწვრთნელო სტაფის და გუნდის ერთიანობამ კარგად იმუშავა. ცხადია, სანიოლი რაღაცებში კმაყოფილია, რაღაცებით კი უკმაყოფილოა“, – განაცხადა კობიაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.

მისი თქმით, სანიოლთან უკვე იმსჯელეს სუსტ მხარეებზე: „ვიცით, რომელია ჩვენი ნაკრების მტკივნეული ადგილები და რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ“.

მსოფლიო-2022-ის შესარჩევი მატჩი ესპანეთთან - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
საქართველოს ნაკრები მსოფლიო-2022-ის შესარჩევს მატჩში საბერძნეთს დაუზავდა

ფედერაციის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სანიოლმა კარგად იმუშავა ფეხბურთელებთან ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მისი თქმით, პირველი ორი მატჩის დასანანი წაგების შემდეგ ვილიმ და მისმა სამწვრთნელო სტაფმა გუნდთან ფსიქოლოგიურად კარგად იმუშავეს. 

„ორი ურთულესი თამაში წავაგეთ და იყო იმედგაცრუება, წასაგები მატჩები არ იყო, გუნდთან ფსიქოლოგიური მუშაობა იყო საჭირო საბერძნეთთან, რომელიც დასვენებული იყო და სახლში თამაშობდა. ამას დაემატა გასვლაზე გაშვებული ავტოგოლი. მაგრამ ამის შემდეგ შევუტიეთ და გოლის გატანა მოვახერხეთ. ამის შემდეგ ჩვენ უფრო ვიყავით გუნდი, რომელსაც მოგება სურდა და სჯეროდა“, – აღნიშნა კობიაშვილმა.

საქართველოს ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში თამაში ორი წაგებით დაიწყო – შვედეთთან გასვლით მატჩში (0:1) და ესპანეთთან სახლში (1:2). ამის შემდეგ სალონიკში საბერძნეთთან თამაში ფრედ (1:1) დაამთავრა. ერთი ქულით გუნდი В ჯგუფში მეოთხე ადგილზეა, ხოლო ლიდერობს ესპანეთი 7 ქულით.

შესარჩევი ციკლი სექტემბერში განახლდება. 2 სექტემბერს საქართველო კოსოვოს უმასპინძლებს, ხოლო სამი დღის შემდეგ გასვლით მატჩს ესპანეთთან გამართავს.

ყველა ახალი ამბავი
0