კულუმბეგოვი: უნდა დავიცვათ წესები, რათა მესამე ტალღა თავიდან ავიცილოთ

© photo: Bidzina Kulumbegov / FBბიძინა კულუმბეგოვი
ბიძინა კულუმბეგოვი - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
გამოწერა
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღასა და ქვეყანაში შეზღუდვების შესაძლო დაწესებაზე საუბრობს.
კულუმბეგოვი: უნდა დავიცვათ წესები, რათა მესამე ტალღა თავიდან ავიცილოთ
„ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, თუ გვინდა, რომ გადავურჩეთ მესამე ტალღას და არ იყოს ამაზე ამდენი საუბარი, არ უნდა მივიდეთ იმ გარდაუვალი აუცილებლობის წინაშე, როდესაც გადაიტვირთება საავადმყოფოები. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მეტი გზა უკვე არ რჩება. შესაბამისად, ამ ღონისძებებს თუ გავითვალისწინებთ, თუ სახელმწიფო, მოსახლეობა და ვაქცინაცია იქნება წარმატებული ჩვენ არანაირი მესამე ტალღა არ გვემუქრება. თუ ეს პუნქტები არ შესრულდება, მაშინ გარდაუვალია მესამე ტალღა და სხვა გამოსავალი არ იარსებებს“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მასობრივი თავშეყრისგან თავის არიდება, ნიღბის სწორად ტარება და ორმეტრიანი დისტანციის მაქსიმალურად დაცვა - ეპიდემიოლოგების თქმით, ეს ის რეკომენდაციებია, რომლებიც მოსახლეობამ აუცილებლად უნდა დაიცვას, რათა ქვეყანაში არ იყოს მესამე ტალღა.

ყველა ახალი ამბავი
0