სამაშველო გუნდებმა მეჩეჩიდან მოხსნეს კონტეინერმზიდი Ever Given, რომელიც თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ბლოკავდა მოძრაობას ერთ-ერთ მთავარ სატრანსპორტო არტერიაში.
კონტეინერმზირი Ever Given, რომლის სიგრძეც 400 მეტრია, 24 მარტს მეჩეჩზე შეჯდა და მოძრაობა მთლიანად გადაკეტა მსოფლიო სავაჭრო გზაზე.
სუეცის არხი – ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საზღვაო გზაა მსოფლიოში, რომლის სიგრძეც 160 კილომეტრია, სიგანე – დაახლოებით 250 მეტრი, სიღრმე – 20 მეტრამდე.

კონტეინერმზიდი Ever Given ჩინეთიდან ნიდერლანდებისკენ მიემართებოდა, როდესაც არხის 151-ე კილომეტრზე მეჩეჩზე შეჯდა და არხი გადაკეტა

ხომალდის მეჩეჩიდან ჩამოსმის ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა ამჯერად მისი გამოყვანა მოხერხდა

Ever Given-ის გამოყვანაში დიდი როლი ითამაშა სავსე მთვარემ, რამაც დიდი მოქცევა გამოიწვია

სწორედ ეს გათვლა ჰქონდათ სპეციალისტებს

ოპერაციაში 10 მძლავრი გამწევი ხომალდი მონაწილეობდა

ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, როდის აღდგება მოძრაობა არხში

ახლა რიგში 450-ზე მეტი გემი დგას

სუეცის არხი ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საზღვაო სავაჭრო გზა არის მსოფლიოში

2019 წელს არხი გაიარა დაახლოებით 19 ათასმა ხომალდმა და 1,25 მილიარდმა ტონა ტვირთმა, რაც მსოლფიო ვაჭრობის 13%-ს შეადგენს

სუეცის არხში არსებულმა პრობლემებმა უკვე გამოიწვია ნავთობზე ფასის ზრდა

პარასკევს ნავთობზე მსოფლიო ფასების ზრდა დაჩქარდა ნედლეულის მიწოდების პრობლემის გამო

არხის დაბლოკვა მსოფლიო ეკონომიკას დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი უჯდებოდა დღეში