გორში ავტომობილი ველოსიპედით მიმავალ ბავშვს დაეჯახა

© photo: Sputnikსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
გამოწერა
ცხრა წლის ბავშვს ორივე ფეხის მოტეხილობა აქვს და ის ახლა კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშა იმყოფება

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. გორში ავტომობილი ველოსიპედით მიმავალ ცხრა წლის ბავშვს დაეჯახა, იუწყება ტელეარხი „მთავარი“.

ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების შეფასებით, მას ერთი ხელის და ორივე ფეხის მოტეხილობა აქვს. ის კლინიკაში რჩება.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის276-ე მუხლის მე-2 პუნქტით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია). დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0