თბილისი, 30 მარტი – Sputnik. 2020 წელს საქართველოში რეგისტრირებულია 7.643 განქორწინება, რაც წინა წელთან შედარებით 31,8%-ით ნაკლებია, იუწყება „საქსტატი“.
ამავე დროს, 2020 წელს ქორწინებამაც იკლო - 16.359, რაც 2019 წელთან შედარებით 29,7%-ით ნაკლებია.
პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 28.1 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის - 30.7 წელს.
ყველაზე მეტი ქორწინება ფიქსირდება თბილისში - 5.008. მეორე ადგილზეა იმერეთი - 2.544, მესამეზე - აჭარა (1.761). განქორწინებათა რაოდენობით ასევე ლიდერობენ თბილისი და იმერეთი - 2.894 და 1.316 შესაბამისად. მესამე ადგილზეა სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1.761.
2020 წელს ყველაზე მეტი განქორწინება დაფიქსირდა იანვარ-თებერვალში, ხოლო ყველაზე ნაკლები - აპრილ-მაისში, მკაცრი კარანტინის პერიოდში.
2020 წლის მონაცემებით, ქორწინების საშუალო ხანგრძლივობა 11,1 წელიწადს შეადგენს.
საინტერესოა, რომ 2020 წელს დაქორწინდა 60+ ასაკობრივი კატეგორიის 191 ქალი და 334 მამაკაცი.