ელისაშვილი: პენსიონერთა საბანკო პროცენტებთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა გაიმართება

© photo: Sputnik / Stringerალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
გამოწერა
საქართველოში 2020 წლის ბოლოსთვის რეგისტრირებულია 783.700 პენსიონერი, რომელთაგან 71% ქალია, 29% მამაკაცი.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. დღეს პარლამენტში პენსიონერთა საკრედიტო პროცენტთან დაკავშირებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელსაც ეროვნული ბანკის, ჯანდაცვის სამინისტროს, Liberty Bank-ის წარმომადგენლები დაესწრებიან, განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.

სხდომაზე დეპუტატების განხილვის თემა პენსიონერებისთვის პენსიის წინასწარ აღებაზე დაწესებული პროცენტის სიდიდე იქნება.

დეპუტატის თქმით, ქვეყანაში დაახლოებით 800 ათასი პენსიონერია, მათგან თითქმის ნახევარი იძულებულია პენსია წინასწარ აიღოს და სანაცვლოდ ბანკს 30%-ზე მეტი გადაუხადოს. არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით, აღნიშნული საკითხი აუცილებლად უნდა გადაიხედოს, აღნიშნა ელისაშვილმა. 

პენსიონერი - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
პარტია „მოქალაქეები“ პენსიონერების საბანკო პროცენტებისგან დაცვას გეგმავს

„ერთ-ერთი ძალზე მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხი პენსიების, პენსიონერების და საბანკო პროცენტის საკითხია. ყველამ ვიცით, რომ „ლიბერთი ბანკი“ უბრალოდ ძარცვავს პენსიონერებს. დღეს ჩანიშნულ სხდომაზე სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

დღევანდელი მონაცემებით, Liberty Bank-ის საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი 31.9%-ია. 74 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერებს პენსიის მაქსიმუმ ხუთმაგი ოდენობის თანხის სესხად აღება შეუძლიათ, 74 წელს ქვემოთ ასაკის პენსიონერებისთვის კი ეს შეზღუდვა არ მოქმედებს, თუმცა გატანილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 ათას ლარს.

დღეს საქართველოში ხანდაზმულობის პენსია ენიშნებათ 60 წელს გადაცილებულ ქალებს და 65 წელს გადაცილებულ მამაკაცებს. 70 წლამდე პენსიონერები 240 ლარის ოდენობის პენსიას, 70 წელს გადაცილებული პირები კი 275 ლარს იღებენ. სახელმწიფო ბიუჯეტში საპენსიო უზრუნველყოფისთვის ჯამში 2,6 მლნ ლარია გამოყოფილი.

Liberty Bank – ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკია 2 მილიარდ ლარზე მეტი მთლიანი აქტივებით და 200 მილიონი ლარის მქონე კაპიტალით. ბანკს გააჩნია ყველაზე მსხვილი საფილიალო ქსელი, რომელიც 360 განყოფილებას და 570 ბანკომატს მოიცავს. ის არის საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური აგენტი პენსიებისა და სოციალური დახმარებების განაწილების კუთხით. ბანკში მუშაობს 4600-ზე მეტი თანამშრომელი, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ კლიენტს ემსახურება.

 

ყველა ახალი ამბავი
0