საქართველომ შესაძლოა სახმელეთო საზღვრები გახსნას

© photo: Sputnik / Stringer„სარფის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი
„სარფის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
გამოწერა
ამჟამად მთავრობა იხილავს, რა პირობებში იქნება შესაძლებელი მეზობელ ქვეყნებთან სახმელეთო საზღვრების გახსნა

თბილისი, 29 მარტი - Sputnik. საქართველოს მთავრობა სახმელეთო საზღვრების გახსნის შესაძლებლობაზე მსჯელობს, განუცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს.

2021 წლის 1 თებერვლიდან საქართველომ რეგულარულ საავიაციო მიმოსვლაზე ყველა შეზღუდვა გააუქმა. ქვეყანაში შემოსვლა მხოლოდ საჰაერო გზითაა შესაძლებელი. სახმელეთო საზღვრები ჯერ კიდევ ჩაკეტილია.

მგზავრები პერუს აეროპორტში - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
როდის აღდგება საერთაშორისო ტურიზმი: ჯანმოს პროგნოზი

„მთავარი, რაც ლარის კურსის შემდგომ რყევებს დააზღვევს, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა იქნება. იცით, რომ პრაქტიკულად უკვე მოვხსენით ძირითადი შეზღუდვები, რათა ტურიზმი აღდგეს. მიმდინარეობს ვაქცინაცია, რაც იქნება ბარიერი მესამე ტალღის პრევენციისთვის, ტურიზმი შემოუტანს დამატებით სავალუტო შემომტანს ქვეყანაში. ჩვენ ახლა უკვე ვმსჯელობთ, რა პირობით შევძლოთ და გავხსნათ სახმელეთო საზღვრები, ესეც იქნება ძალიან კარგი მატება ჩვენს საფინანსო ბაზარზე“, - აღნიშნა თურნავამ.

ტურიზმის სფერო კორონავირუსის პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალდა. 2019 წლის ტურიზმის რეკორდულმა წარმატებამ, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, შემოსავალმა კი 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, ამ დარგში დასაქმებულ ადამიანებს 2020 წლისთვის უფრო საგულდაგულოდ მზადებისკენ უბიძგა.

ბათუმმა ისრაელიდან პირველი ტურისტები მიიღო – ყველა აცრილია COVID-19-ზე >>

თუმცა პანდემიამ ტურისტული ინდუსტრიის გეგმები და იმედები ჩაშალა. 2020 წელს ტურიზმიდან შემოსავალი წარმოუდგენლად დაბალ ნიშნულამდე - 427,7 ათას დოლარამდე ჩამოვიდა, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ კი 1,7 მილიონი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0