რუსუდან გლურჯიძის ახალმა პროექტმა „ევრიმაჟის“ გრანტი მიიღო

© Facebook / Batumi International Art-House Film Festivalრუსუდან გლურჯიძე
რუსუდან გლურჯიძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
გამოწერა
ქართული ფილმი ფრანგი რეჟისორის, მიშელ ხაზანავიჩუსისა და ბელგიელი კინორეჟისორების, ძმები დარდენების, პროექტებთან ერთად გამარჯვებულთა სიაში მოხვდა

თბილისი, 29 მარტი - Sputnik. ქართველი რეჟისორის, რუსუდან გლურჯიძის მხატვრული ფილმის პროექტმა ევროპული ფონდის „ევრიმაჟის“ 162-ე სესიაზე დაფინანსება მოიპოვა. ამის შესახებ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული.

ტორონტო - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
„დამაინტრიგებელი საქართველო“: ფილმი „მზიური“ ბედს კანადაში სცდის

„ევრიმაჟი“ (Eurimages) - არის ერთობლივი კინოწარმოებისა და კინემატოგრაფიული და აუდიოვიზუალური ნამუშევრების მხარდაჭერის ევროპული ფონდი, რომელიც 1988 წელს ევროპის საბჭოსთან შეიქმნა.

ფონდი მონაწილეობს ერთობლივი პროდუქციის შექმნაში, მხარს უჭერს ფილმების კინოთეატრებში ჩვენებას, ფილმების ციფრულ ფორმატში გადაყვანის ნაწილობრივ კომპენსაციას ახორციელებს, ასევე ხელს უწყობს მათ დისტრიბუციას.

კორონავირუსის პანდემიის გამო წელს ღონისძიება სტრასბურგში ონლაინ-ფორმატში გაიმართა. 

2021 წელს „ევრიმაჟმა“ საერთო ჯამში 5,8 მილიონი ევროთი 24 პროექტი დააფინანსა. ქართველი რეჟისორის პროექტი „ანტიკვარიატი“, რომელიც საქართველოს, ხორვატიისა და რუსეთის ერთობლივი პროდუქციაა, გამარჯვებულების სიაში მოხვდა ფრანგი რეჟისორის, მიშელ ხაზანავიჩუსისა და ბელგიელი რეჟისორების - ძმები დარდენების პროექტებთან ერთად. მან 150 ათასი ევროს ოდენობის დაფინანსება მოიპოვა.

კადრი ფილმიდან მოთვინიერება - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
ქართულმა ფილმმა „მოთვინიერება“ საფრანგეთში მაღალი შეფასება დაიმსახურა

საქართველო „ევრომაჟის“ წევრი 2011 წელს გახდა. ამ წლების განმავლობაში კინოფონდმა მხარი დაუჭირა 15 ქართულ ფილმს და ერთობლივ ნამუშევარს. სრულმეტრაჟიანი ფილმების დასაფინანსებლად გადაეცა 3 მილიონზე მეტი ევრო. 2019 წლიდან „ევრიმაჟში“ საქართველოს წარმომადგენელია რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნინო კირთაძე.

რუსუდან გლურჯიძე არის ავტორი ფილმისა „სხვისი სახლი“. 2017 წელს ამ ფილმმა მოიპოვა ამერიკელი კინოოპერატორების საზოგადოების ყოველწლიური პრემია და რუსეთის ნაციონალური კინოპრემია „ნიკე“, ერთი წლით ადრე კი საქართველომ „სხვისი სახლი“ პრემია „ოსკარზე“ წარადგინა საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში.

ყველა ახალი ამბავი
0