რუსი მილიონერი მოსკოვის მეტროში მატარებელს ჩაუვარდა და დაიღუპა

© photo: Sputnik / Grigory Sisoev / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვის მეტრო
მოსკოვის მეტრო - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
გამოწერა
ინციდენტი, რომლის კადრებიც სოციალურ ქსელს მოედო, ჯერ კიდევ 21 მარტს მოხდა, მაგრამ დაღუპულის ვინაობა მხოლოდ ახლაღა დადგინდა

თბილისი, 29 მარტი - Sputnik. დადგენილია მამაკაცის ვინაობა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ მოსკოვში, მეტროსადგურ „დმიტროვსკაიაში“, მატარებელმა გადაუარა. როგორც გაზეთი „კომსომოლსკაია პრავდა“ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით იუწყება, ის აღმოჩნდა მსხვილი ბიზნესმენი, 72 წლის მილიონერი ვალერი ბაღდასაროვი. იუწყება Sputnik-სომხეთი.

ვლადიმირ და ნატალია პოტანინები - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2019
გრანდიოზული განქორწინება: ექს-მეუღლე რუსი ბიზნესმენისგან 5,8 მლრდ გირვანქას მოითხოვს

ინციდენტი, რომლის კადრებიც სოციალურ ქსელს მოედო, 21 მარტს მოხდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც ჩანს, ბაღდასაროვმა თავი მოიკლა. როგორც ამბობენ, მას დიდი ხნის განმავლობაში მეტროთი არ უსარგებლია. ვიდეორეგისტრატორის ჩანაწერშიც ჩანს, რომ იგი თავად ხტება რელსებზე. მომხდარი შემთხვევითობას არ ჰგავს.

„როდესაც საგანგებო სამსახურის თანამშრომლებმა მოახერხეს მატარებლის ქვეშ შეძრომა, მათ 72 წლის ბიზნესმენის, ვალერი ბაღდასაროვის ცხედარი აღმოაჩინეს. მატარებელმა მამაკაცს თავი წააცალა. მას გადარჩენის შანსი არ ჰქონია“, - წერს გაზეთი.

გამოძიებამ უნდა გაარკვიოს ინციდენტის ყველა გარემოება: კერძოდ, რატომ გადაწყვიტა ბაღდასაროვმა მეტროსადგურში ჩასვლა და მატარებლის ქვეშ ჩავარდნა.

ვალერი ბაღდასაროვი სამრეწველო ჯგუფის, „ალსიკოს“ დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. მასში შემავალი კომპანიები ამზადებენ პესტიციდებს და სასუქს, რომელიც იყიდება როგორც რუსეთში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

ყველა ახალი ამბავი
0