კრისტიან დანიელსონი საქართველოს პრემიერსა და პრეზიდენტს ხვდება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოსა და ევროკავშირის დროშები
საქართველოსა და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
გამოწერა
კრისტიან დანიელსონი საქართველოში სამი დღით ჩამოვიდა. ის შეხვედრებს გამართავს ჯერ ქვეყნის უმაღლეს პირებთან და შემდეგ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

თბილისი, 29 მარტი – Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს დღეს გამართავს, მანამდე კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეხვდება.

დანიელსონმა დაასახელა, ვის არის პასუხისმგებელი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაზე>>

დანიელსონი საქართველოში 27 მარტს ჩამოვიდა. ის გუშინ საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს კარლ ჰარცელს და კელი დეგნანს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. 

კრისტიან დანიელსონი ქვეყნის უმაღლეს პირებთან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.

კრისტიან დანიელსონი - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2021
„ბედნიერი ვარ რომ დავბრუნდი“: კრისტიან დანიელსონი თბილისშია

დანიელსონის განცხადებით, ის საქართველოში სამი დღით ჩამოვიდა.

შვედი დიპლომატი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად შარლ მიშელის დავალებით მეორედ ჩამოვიდა. ეს ევროპის მხრიდან უკვე მესამე მცდელობა იქნება, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ქუჩიდან პარლამენტში დააბრუნოს.

დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვეა ცდილობენ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე გავლენის მოხდენას, მაგრამ ჯერ უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ხუთი თვის შემდეგ ოპოზიცია კვლავ უარს ამბობს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში მონაწილეობაზე და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. ხელისუფლება კი ამ საკითხს „წითელ ხაზად“ მიიჩნევს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე სხვა საკითხებზე კონცენტრირებას სთავაზობს.

ყველა ახალი ამბავი
0