გოგი წულაია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

© photo: Sputnik / Aleksey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიციხის კარი
ციხის კარი - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
გამოწერა
НовостиTelegram
გავრცელებული ინფორმაციით, წულაია ადვოკატთან შეხვედრის წინ შეუძლოდ გახდა და წაიქცა. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ მან შიმშილობა დაიწყო

თბილისი, 29 მარტი – Sputnik. სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამის შესახებ „რუსთავი 2-ს" ბრალდებულის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განუცხადა.

რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ წულაია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობს.

გელბახიანის ცნობით, გოგი წულაია ადვოკატთან შეხვედრის დროს შეუძლოდ გახდა.

„დღეს იყო ჩანიშნული გოგი წულაიას პაემანი ადვოკატთან, მაგრამ ვერ შეძლო კონტაქტი, ცუდად გახდა, წაიქცა. არ ვიცი რა გითხრათ, 15 კილოგრამი აქვს დაკლებული 10 დღეში, არ იღებს არც საკვებს, არც მედიკამენტებს", - განაცხადა ადვოკატმა. 
მავთულხლართი - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
ადვოკატი გოგი წულაიაზე: თავს ძალიან ცუდად გრძნობს, შესაძლოა კომაში ჩავარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 მარტს გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა. პოლიციამ გოგი წულაია დაზარალებულის ჩვენებების საფუძველზე 17 მარტს დააკავა. გამოძიების ვერსიით, წულაიამ თბილისში, დროებით საცხოვრებელ ბინაში თავის ნაცნობ 42 წლის ქალზე იძალადა.

თავად წულაია, რომელიც ქუთაისში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ხმაურიანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, ძალადობის ფაქტს უარყოფს და მიიჩნევს, რომ პროვოკაცია მოუწყვეს, რაც მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება.

თავდაპირველად გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს. თუმცა მოგვიანებით წულაიას ბრალი დაუმძიმდა და მას ბრალდება სსკ-ის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც „ძალადობით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას“ გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0