გარდაიცვალა Sputnik-მოლდოვას ხელმძღვანელი ვლადიმირ ნოვოსადიუკი

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიSputnik-მოლდოვას ხელმძღვანელი ვლადიმირ ნოვოსადიუკი
Sputnik-მოლდოვას ხელმძღვანელი ვლადიმირ ნოვოსადიუკი - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
გამოწერა
НовостиTelegram
ვლადიმერ ნოვოსადიუკი Sputnik-მოლდოვას დაარსების დღიდან ხელმძღვანელობდა. მანამდე კი იყო ქვეყანაში „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი და წარმომადგენელი

თბილისი, 29 მარტი - Sputnik. გარდაიცვალა Sputnik-მოლდოვას ხელმძღვანელი ვლადიმირ ნოვოსადიუკი, იუწყება სააგენტო.

ვლადიმირ ნოვოსადიუკი Sputnik-მოლდოვას რედაქციას მისი დაარსების დღიდან ხელმძღვანელობდა. მანამდე იყო „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი და წარმომადგენელი ქვეყანაში. დაჯილდოებულია Om Emerit-ის საპატიო წოდებით. არის პრემია „წლის ადამიანი - 2018“-ის მფლობელი მასმედიის კატეგორიაში საერთაშორისო საზოგადოებრივი ასოციაცია Personalitate-ის ვერსიით.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ვლადიმირ ნოვოსადიუკმა მოლდაველი ჟურნალისტების მთელი პლეადა აღზარდა. იგი ახსოვთ, როგორც იდეებით სავსე, უშრეტი ენერგიის ნოვატორი. ნოვოსადიუკი იყო ჟურნალისტიკის ვეტერანი, მას ძალიან უყვარდა მოლდოვა და მრავალი წლის განმავლობაში ქვეყნის მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდა.

„ვლადიმირ ნიკოლაევიჩის წყალობით Sputnik-მოლდოვა გახდა ისეთი, როგორსაც მკითხველი დღეს იცნობს - ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი საინფორმაციო სააგენტო“, - ნათქვამია განცხადებაში.

Sputnik-საქართველო მწუხარებას გამოთქვამს ვლადიმირ ნოვოსადიუკის გარდაცვალების გამო.

ყველა ახალი ამბავი
0