Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„დედაჩემმა რომ გაიგო, შოკში ჩავარდა“ – დათუნა სულიკაშვილმა ნარკოდამოკიდებულებაზე ისაუბრა

© Photo: Datuna Sulikashvili / FBდათუნა სულიკაშვილი
დათუნა სულიკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
გამოწერა
ცნობილმა დიზაინერმა საჯაროდ აღიარა, რომ ნარკოტიკებს მოიხმარდა. დათუნა სულიკაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, არასდროს მოიხმარონ ნარკოტიკი.

დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ნარკოტიკებს მოიხმარდა. გადაცემა „სიცრუის დეტექტორში” მან ცხოვრების ის ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც აკრძალული ხილი გასინჯა და ეცადა ვარსკვლავებისთვის მიებაძა, თუმცა იქვე მიმართა ყველას, რომ არაფრით არ გაბედონ ნარკოტიკის მიღება.

„არის ასაკი – კლუბებში დადიხარ, მოგზაურობ და სხვადასხვა წრეებში ხვდები. მე ხომ დედიკოს ბიჭი არ ვარ... გაქვს მიდგომა და გიჩნდება ინტერესი“, – ამბობს დიზაინერი.

მისი თქმით, ამის პროპაგანდა ჟურნალისტების ბრალიც არის, რადგან, მაგალითად, ვარსკვლავებზე, რომლებიც დამოკიდებული იყვნენ ნარკოტიკზე (უიტნი ჰიუსტონი, ჯორჯ მაიკლი, ქეით მოსი), მუდმივად იწერებოდა. ჟურნალისტები რომანტიზებას უწევდნენ მათ ამ საქციელს. ფანებიც მათი შემხედვარე იმეორებდნენ იგივეს – ქეით მოსი მაგარი ტიპია და თუ ის ნარკოტიკს მოიხმარს, მეც მოვიხმარო.

დიზაინერის თქმით, ნარკოდამოკიდებულება საჯაროდ პირველად აღიარა, ხოლო როდესაც მისმა დედამ გაიგო, შოკში ჩავარდა, მან ეს მეგობრებისგან გაიგო.

„ვერ წარმოედგინა, რომ მე მსგავსი რამ შემეძლო გამეკეთებინა. არასდროს არ გააკეთოთ ეს. თითქმის ყველაფერში ხელს გიშლის – პირადულში, სამსახურში, მეგობრებთან დამოკიდებულებაში“, – აღნიშნა დიზაინერმა.
ყველა ახალი ამბავი
0