რამდენიმე ვარიანტი მმართველი პარტიისთვის შუამავლისგან – რას აირჩევს „ქართული ოცნება“

© photo: Sputnikირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
გამოწერა
НовостиTelegram
ისევე, როგორც დანიელსონის მონაწილეობით მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დროს, შეხვედრის დეტალები ახლაც უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ შუამავალმა მხარეებს კომპრომისის მისაღწევად რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა.

თბილისი, 29 მარტი – Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის შეხვედრისას მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ ოპოზიციასთან შესაძლო შეთანხმების რამდენიმე დეტალი განიხილეს.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
ღარიბაშვილი: ვადამდელი არჩევნები არ იქნება

ამის შესახებ ბრიფინგზე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, დანიელსონთან დღესვე კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება და, სავარაუდოდ, უკვე ხვალ შეხვედრა საერთო ფორმატში ჩატარდება. კობახიძეს დეტალებზე არ უსაუბრია, მაგრამ პირობა დადო, რომ „ხვალ ან ზეგ ყველა ყველაფერს გაიგებს“.

„მოდერატორის ფუნქციაა – შემოგვთავაზოს საკუთარი ვარიანტები და მიიღოს პასუხი, რათა მეორე მხარესთან გააგრძელოს საუბარი... მან რაღაც ვარიანტები შემოგვთავაზა, ჩვენ რაღაცებზე ვთქვით, რომ მისაღებია, რაღაცებზე ვთქვით, რომ დამატებითი მსჯელობა დაგვჭირდება... პოლიტიკურ გუნდში უნდა ვიმსჯელოთ გარკვეულ საკითხებზე“, – განაცხადა კობახიძემ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში არ იქნება.

ირაკლი ღარიბაშვილისა და კრისტიან დანიელსონის შეხვედრა - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
რა საკითხები განიხილეს საქართველო პრემიერმა და კრისტიან დანიელსონმა შეხვედრაზე

„მოცემულობა არის, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. ეს არ არის ულტიმატუმი, ეს არის მოცემულობა. ულტიმატუმებით საუბრობს ოპოზიცია“, – განაცხადა მან.

დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვეა ცდილობენ გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ ვითარებაზე საქართველოში, მაგრამ ჯერჯერობით – უშედეგოდ.

ამჟამად კრისტიან დანიელსონი თბილისშია. ის უკვე მეორედ ჩამოვიდა საქართველოს დედაქალაქში, რათა განაგრძოს მოლაპარაკებების პროცესი და მხარეებს შეთანხმებაში და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმაროს. მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე დანიელსონი ქვეყნის პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

ყველა ახალი ამბავი
0