1 აპრილისთვის: პესკოვმა გაამხილა, როგორ ხუმრობს პუტინი

© photo: Sputnik / Mikhail Klementiev / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
გამოწერა
რუსეთის სახელმწიფოს მეთაური ვლადიმირ პუტინი ადამიანურად ხუმრობს, აღნიშნა პრეზიდენტის პრესმდივანმა.

თბილისი, 29 მარტი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ხუმრობა უყვარს, ამის შესახებ ისაუბრა მისმა პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა, ამის შესახებ წერს РИА Новости.

პუტინმა ბაიდენს უპასუხა >>

მან აღნიშნა, რომ კრემლის ადმინისტრაციაში მიღებულია ხუმრობა.

„თანაც როგორ“, - უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვაზე.

კრემლის წარმომადგენელი დეტალებში არ შესულა, მაგრამ დააზუსტა, რომ ვლადიმირ პუტინი ამას „ადამიანურად“ აკეთებს.

კითხვაზე, ეხუმრება თუ არა მას პრეზიდენტი, პესკოვმა თქვა, რომ „გამუდმებით“.

1 აპრილს რუსეთში, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, სიცილის დღეს აღნიშნავენ, ამ დღესასწაულზე ხუმრობენ და სასაცილო ოინებს იგონებენ.

ყველა ახალი ამბავი
0