მკვლელობა და დაჭრა გურჯაანში: ორივე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2021
გამოწერა
ადვოკატები ერთი ადამიანის მკვლელობასა და სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული მამაკაცებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ერთი ადამიანის მკვლელობისა და სამი ადამიანის დაჭრის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. იუწყება „პირველი არხი“.

პროცესზე დაცვის მხარემ ალექსანდრე ტურიაშვილის 5 ათასი ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება  მოითხოვა, ხოლო ჯუანშერ ტურიაშვილისთვის კი 10 ათას ლარიანი გირაოს  და ელექტრონული სამაჯურის გამოყენების დაკისრება.

გამოძიება ალექსანდრე ტურიაშვილს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას, ჯუანშერ ტურიაშვილს კი მკვლელობასა და სამი ადამიანის დაჭრას ედავება.

პოლიცია შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
გურჯაანის რაიონში მამაკაცი ავტომობილში ჩაცხრილეს

ჯუანშერ ტურიაშვილი დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს, ხოლო ალექსანდრე ტურიაშვილი ბრალს არ ეთანხმება.

შემთხვევა 25 მარტს ჩუმლაყი-ყიტაანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. გზაზე მიმავალ ავტომანქანა „მერსედესს“ ჩასაფრებიდან ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა სამი ადამიანი, მათ შორის ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მალხაზ ბადუაშვილი. მან გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკა დატოვა. ორი დაშავებული კი ამ დრომდე მკურნალობის კურსს გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსისა” და თბილისის „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკებში გადიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი მკვლელობა შემთხვევიდან მეორე დღეს გახსნა. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით, დანაშაულის ჩადენის ორი ერთეული „კალაშნიკოვის“ ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ორი მჭიდით და რვა ვაზნით ამოიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო – განზრახ მკვლელობა, სამი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 მაისს ჩაინიშნა.

ყველა ახალი ამბავი
0