ქალაქი გიგანტური მეწყერის ჩამოწოლის მოლოდინში - ვიდეო

გამოწერა
თბილისში, ვაშლისჯვრის დასახლებაში მეწყრული პროცესები გააქტიურდა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აშინებს, იხილეთ Sputnik-ის ვიდეო, რა მდგომარეობაშია მეწყერსაშიში ზონა

15 მარტს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ, „მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა“.

ფერდობზე 18 მეტრზე მეტი სიღრმის ნაპრალები გაჩნდა, რომელთა სიგანე ყოველდღე 5 სანტიმეტრით იზრდება. გეოლოგების პროგნოზებით, მიწისძვრისა ან უხვი ნალექის შემთხვევაში (ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მებისმიერი ვიბრაციის გამოც) ფერდობზე ჩამოიშლება დაახლოებით 500 ტონა მიწა, რაც ამ ტერიტორიის ქვემოდ მცხოვრებ ადამიანებს საფრთხეს შეუქმნის.

საქართველოში მოწვეულ გერმანელ გეოლოგებთან ერთად უკვე მიღებულია გადაწყვეტილება აღნიშნულ ტერიტორიაზე კონკრეტული სამუშაოების დაწყების შესახებ - გაკეთდება დროებითი წინაღობა, მეწყრულ ადგილზე მოეწყობა უსაფრთხო მისასვლელი გზები, გარკვეულ უბნებზე მოიჭრება მიწის მასები და ტერასული სამუშაოები ჩატარდება. სულ ამ სამუშაოებისთვის 7 მილიონი ლარი დაიხარჯება. გარდა ამისა, გადაუდებელი შემთხვევისთვის მერიაში ევაკუაციის გეგმა შეიმუშავეს.

მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე, საავტომობილო მოძრაობა გაურკვეველი ვადით ორმხრივად შეიზღუდა.

ყველა ახალი ამბავი
0