ევროპა ზაფხულის დროზე გადავიდა

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკშიისრების გადაწევა
ისრების გადაწევა - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2021
გამოწერა
ფინეთი 2019 წელს გამოვიდა ინიციატივით, გაუქმდეს ისრების გადაწევის პრაქტიკა. ეს საკითხი ევროკავშირის საბჭომ უნდა განიხილოს

თბილისი, 25 მარტი - Sputnik. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა კვირას ზაფხულის დროზე გადავიდა - ისრები ერთი საათით წინ გადაწიეს, იუწყება Sputnik-ბელარუსი.

წელს ზაფხულის დროზე გადასვლა 27-28 მარტის ღამეს მოხდა. მაგრამ ევროპის ყველა ქვეყანას არ გადაუწევია ისრები - რუსეთმა და ბელარუსმა ეს არ გააკეთეს.

რუსეთისა და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2020
ევროკავშირმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა: ქვეყნდება სია

ფინეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანა წარდგა ინიციატივით, შეწყდეს ზაფხულის დროზე გადასვლის პრაქტიკა, ორი წლის წინ ამ წინადადებას კენჭი ევროპარლამენტში უყარეს.

ამჟამად ეს საკითხი იმპლემენტაციის სტადიაზეა და ის ევროკავშირის საბჭომ უნდა განიხილოს. ეს ჯერ კიდევ შარშან უნდა მომხდარიყო, მაგრამ დისკუსიას ხელი პანდემიამ შეუშალა.

ისრების ერთი საათით წინ გადაწევა ამჟამად ევროკავშირის ყველა ქვეყანაშია მიღებული.

ზაფხულის დროზე გადასვლა ევროპის ქვეყნებში 1980-იანი წლების დასაწყისში შემოიღეს. ბელარუსმა ამ პრაქტიკაზე უარი რუსეთის შემდეგ, 2011 წელს თქვა.

ყველა ახალი ამბავი
0