დანიელსონმა დაასახელა, ვის არის პასუხისმგებელი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაზე

© photo: Sputnik / Stringerევროკავშირის და საქართველოს დროშები
ევროკავშირის და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2021
გამოწერა
ევროკავშირს გააჩნია გარკვეული წინადადებები და იდეები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, მხარეებს წარედგინება, განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა

თბილისი, 28 მარტი – Sputnik. ევროკავშირი იღებს აქტიურ მონაწილეობას იმაში, რომ საქართველოს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმაროს, მაგრამ ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა ევროკავშირს, არამედ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა.

კრისტიან დანიელსონი - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2021
„ბედნიერი ვარ რომ დავბრუნდი“: კრისტიან დანიელსონი თბილისშია

„ევროკავშირი აქტიურად არის ჩართული იმაში, რომ საქართველოს ამ კრიზისის მოგვარებაში დაეხმაროს. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა ევროკავშირს, არამედ პოლიტიკურ ლიდერებს. მგონია, რომ წინა მისია, რომელიც განხორციელდა, ამ საკითხების კარგი გაცნობა იყო. ყველა იმ პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართული, ძალიან კარგად იციან ორივე მხარის აზრი, ასევე კარგად იციან, თუ რისი გაკეთება არის საჭირო იმისთვის, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ. მათ უნდა გამონახონ კომპრომისი“, - განაცხადა დანიელსონმა.

მისი თქმით, კომპრომისი არის არა სისუსტის ნიშანი, არამედ კომპრომისი - ძალის, დემოკრატიის ნიშანია.

დანიელსონმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს გააჩნია გარკვეული წინადადებები და იდეები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, მხარეებს წარედგინება.

„ქართული ოცნების“ ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2021
პოლიტიკური კულტურის კიდევ ერთი დემონსტრირება: ხელისუფლება მზადაა ოპოზიციასთან დიალოგისთვის

დიპლომატის თქმით, ექვსპუნქტიან გეგმაში, რომელიც პრეზიდენტმა შარლ მიშელმა წარადგინა, საუბარია მართლმსაჯულების სისტემის თემაზე და შერჩევითი სამართლის საკითხებზე, და პოლიტპატიმრების საკითხი ამ კონტექსტში განიხილება.

შვედი დიპლომატი საქართველოში გვიან ღამით ჩამოვიდა. დღეს ის საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს და აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ორშაბათს დაგეგმილია შეხვედრა პოლიტიკურ ლიდერებთან.

როგორც დანიელსონმა განაცხადა, ის საქართველოში სამი დღით დარჩება.

 

ყველა ახალი ამბავი
0