სუეცის არხში გაჭედილი გემი ადგილიდან ოდნავ დაძრეს

© AP Photo / Suez Canal Authorityგაჭედილი კონტეინერმზიდი EVER GIVEN
გაჭედილი კონტეინერმზიდი EVER GIVEN - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2021
გამოწერა
მეჩეჩზე შემჯდარი გიგანტური კონტეინერმზიდის გამო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო გზაზე ასზე მეტი გემია გაჭედილი

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. სუეცის არხში მეჩეჩზე შემჯდარი გიგანტური კონტეინერმზიდი ადგილიდან დაძრეს, იუწყება РИА Новости გამოცემა The Jerusalem Post-ზე დაყრდნობით.

როგორც სავაჭრო გზის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ეს მას შემდეგ მოხერხდა, რაც გემის ქვეშიდან 20 ათას ტონაზე მეტი გრუნტი ამოიღეს.

სუეცის არხი - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
დათვლილია სუეცის ბლოკირებით მიყენებული ყოველდღიური ზარალი: ანგარიში ათობით მილიარდზეა

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გემის მეჩეჩიდან მოხსნა დღეს მოხერხდება.

ოთხშაბათს კომპანია Shoei Kisen-ის მფლობელობაში და ტაივანის კომპანია Evergreen Marine Corporation-ის მმართველობაში არსებული 400-მეტრიანი კონტეინერმზიდი EVER GIVEN, რომელიც ჩინეთიდან ევროპაში მიცურავდა, სუეცის არხის 151-ე კილომეტრზე მეჩეჩზე შეჯდა და ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული საზღვაო სავაჭრო გზა გადაკეტა. დაბლოკილია სულ მცირე 100 გემი.

სავარაუდოდ, ეკიპაჟმა მართვაზე კონტროლი ქვიშის ქარიშხლითა და ქარბუქით გამოწვეული ცუდი ხილვადობის გამო დაკარგა. ამავე მიზნით უშედეგო აღმოჩნდა სუეცის არხის მმართველობის მიერ გაგზავნილი ბუქსირების მუშაობა, რომლებიც ცდილობდნენ გემის ადგილიდან დაძვრას.

სუეცის არხი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო გზაა, რომელიც აზიასა და ახლო აღმოსავლეთს უმოკლესი გზით აკავშირებს ევროპასა და ამერიკასთან. ის ყოველდღიურად ატარებს საშუალოდ 50 გემს, რომლებსაც დაახლოებით სამი მილიონი ტონა ტვირთი გადააქვთ. ყოველწლიურად 200-კილომეტრიან ხელოვნურ არხს დაახლოებით 20 ათასი გემი გაივლის, რაც მსოფლიო ვაჭრობის მოცულობის 12%-ს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0