საქართელოში „დედამიწის საათი“ აღნიშნეს: სად ჩაქრა შუქი

© Sputnik / Alexander Imedashvili„დედამიწის საათი“ თბილისში
„დედამიწის საათი“ თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2021
გამოწერა
ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) და მისი პარტნიორების სიმბოლური კამპანია ადამიანებს ბუნებაზე ზრუნვის აუცილებლობას ახსენებს

თბილისი, 27  მარტი – Sputnik. საქართველოში საჯარო დაწესებულებები შეუერთდნენ საერთაშორისო გარემოსდაცვით კამპანიას „დედამიწის საათი“. დღეს 20:30 საათიდან 21:30 საათამდე სიმბოლურად შუქი ჩაქრა თითქმის ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში.

ესენია:

  • პრეზიდენტის ადმინისტრაცია
  • საქართველოს პარლამენტი
  • მთავრობის ადმინისტრაცია
  • თავდაცვის სამინისტრო
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო

„დედამიწის საათი“ - ყოველწლიური საერთაშორისო ეკოლოგიური აქციაა, რომელიც ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით მარტის ბოლო ან ბოლოსწინა შაბათს იმართება. ორგანიზატორები მთელი მსოფლიოს მოსახლეობას მოუწოდებენ, აქციის მსვლელობისას ერთი საათით გამორთონ დენი და საყოფაცხოვრებო ელექტრომოწყობილობები და ამით გააღვივონ ინტერესი კლიმატური ცვლილებების, ბუნების დაბინძურების და სხვა ეკოლოგიური თემების მიმართ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0